წესები და პირობები
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მომსახურების წესებსა და პირობებს, რომელსაც გთავაზობთ შპს „ტრეიდერების ჰაბი” (შემდგომში TRADERSHUB.GE) საგანმანათლებლო კურსებზე / მასტერკლასებზე / ღონისძიებებზე ადგილის შესაძენად. TRADERSHUB.GE-ზე კურსები განთავსებულია კომპანიის გუნდის წევრების თანხმობის მიხედვითა და გადაწყვეტილებით და არის კომპანიის ინტელექტუალური საკუთრება, რომლის განთავსების უფლება არ აქვს კომპანიასთან შესაბამისი კომუნიკაციის გარეშე.
ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას და კურსებზე ადგილის შეძენის წინ თქვენ ეთანხმებით წინამდებარე მომსახურების პირობებსა და წესებს. TRADERSHUB.GE უფლებას იტოვებს, ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები მომსახურების პირობებში, რაც ავტომატურად განთავსდება კომპანიის ვებ გვერდზე. მოგმართავთ, რათა რეგისტრაციის გავლისას და კურსის შეძენის წინ ყურადღებით გაეცნოთ შემოთავაზებულ მომსახურების პირობებს.
გაითვალისწინეთ, რომ ქვემოთ მოცემული წესები და პირობები შეიძლება იქნას განახლებული ნებისმიერ დროს ტექნიკური ცვლილების საფუძველზე. ჩამოთვლილი წესები და პირობები ვრცელდება მხოლოდ შპს ტრეიდერების ჰაბის მიერ რეალიზირებულ კურსებზე.
შპს ტრეიდერების ჰაბი არის კომპანია, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსურველს/მომხმარებელს 24 საათის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, საიტის მეშვეობით შეიძინოს ჩვენს მიერ ორგანიზებული საგანმანათლებლო კურსები.
განსაკუთრებული პირობები
იმისათვის, რომ ისარგებლოთ TRADERSHUB.GE ვებ-გვერდით მომხმარებლის ასაკი უნდა შეადგენდეს ან აღემატებოდეს 18 წელს ან მას უნდა გააჩნდეს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. მომხმარებელი პასუხისმგებელია ნებისმიერ ქმედებაზე, რაც განხორციელდება ვებ-გვერდზე მომხმარებლის სახელით. მომხმარებელი თავად აგებს პასუხს საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემების უსაფრთხოდ შენახვაზე, ასევე მის მიერ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე.
მონაცემთა დამუშავება
TRADERSHUB.GE ახორციელებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია მომხმარებლისათვის მომსახურების გასაწევად. ამასთან მომხმარებლის მიერ შეთავაზების გამოყენება (შეძენა ან შეძენის მცდელობა) წარმოადგენს მის დამატებით თანხმობას პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. TRADERSHUB.GE უფლებას იტოვებს დაამუშაოს მომხმარებლის მონაცემები პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის კანონით დასაშვებ ფარგლებში, ხოლო მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა. TRADERSHUB.GE უფლებას იტოვებს, ხოლო მომხმარებელი თანახმაა, გადაეცეს მისი პერსონალური მონაცემები კურსების ორგანიზატორს მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის მიზნით. საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს ანგარიშის გაუქმება და მონაცემების წაშლა თავისი პროფილის გვერდიდან.
უარი გარანტიებზე
TRADERSHUB.GE არ იძლევა ვებ-გვერდის უწყვეტად ფუნქციონირების გარანტიას, შესაბამისად იგი პასუხს არ/ვერ აგებს თუ დროის გარკვეულ მონაკვეთში ვებ-გვერდი ან მისი რომელიმე სერვისი გახდა მთლიანად ან ნაწილობრივ მიუწვდომელი, დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი და სხვა.
TRADERSHUB.GE პასუხს არ აგებს ქსელების, სისტემების, სერვერების, პროვაიდერების, მოწყობილობების, სერვისების ტექნიკურ ან პროგრამულ გაუმართაობაზე, გადამცემი ხაზების ხარვეზებზე; შეწყვეტაზე ან დაყოვნებაზე მონაცემთა დამუშავების / გადაცემის პროცესში; მომხმარებლის მასალების განადგურებაზე, მოპარვაზე, არასანქცირებულ წვდომაზე.
TRADERSHUB.GE პასუხს არ აგებს მომხმარებლის ან სხვა პირის მოწყობილობის (კომპიუტერი, პლანშეტი, მობილური და სხვა) დაზიანების შემთხვევებზე, თუ აღნიშნული გამოწვეული იქნა მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდიდან ან ვებ-გვერდზე განთავსებული ბმულის/კავშირის გამოყენებით, ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის ან / და პროგრამის ჩამოტვირთვის გამო.
TRADERSHUB.GE იტოვებს უფლებას უარყოს ან გააუქმოს მომხმარებლის მოთხოვნები/ტრანზაქციები, რომლებთანაც კომპანიას გააჩნია სამართლებრივი დავა; რომელმაც ადრე უკვე დაარღვია კომპანიის წესები და პირობები; რომელიც ეჭვმიტანილია რაიმე სახის თაღლითობაში, მათ შორის პლასტიკური ბარათების გადახდებთან დაკავშირებულ თაღლითობაში; რომლებიც განახორციელებენ პლასტიკური ბარათების ყალბ ან არასრულ საინდეტიფიკაციო მონაცემთა გამოყენებას და სხვა.
საიტზე რეგისტრაცია არის უფასო. სასტიკად აკრძალულია რესგიტრაციისას არასწორი, გამოგონილი პირადი ინფორმაციის გამოყენება. ამ შემთხვევაში კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას შეძენილი ბილეთების ნამდვილ ადრესატთან გაგზავნაზე. მომხმარებლის პირადი ინფორმაცია არის კონფიდენციალური და არ არის საჯარო. რეგისტრაციის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია მოიძიოს ნებისმიერი ინფორმაცია მისი ანგარიშის მიხედვით:
- – შეამოწმოს მის მიერ განხორციელებული გადახდების სტატუსი
- – გადაამოწმოს მის მიერ შეძენილი კურსების ისტორია
- – სურვილის შემთხვევაში გამოცვალოს პაროლი
- – სურვილის შემთხვევაში გამოცვალოს პაროლი
- – ისარგებლოს ნებისმიერი ახალი ფუნქციით, რომელსაც ჩვენი საიტი პერიოდულად შესთავაზებს ჩვენს აქტიურ მომხმარებლებს.
TRADERSHUB.GE -ს არ მიუწვდება ხელი მომხმარებლის მიერ საიტზე გამოყენებული ბარათების დეტალებზე (ბარათის ნომერი, ბარათის მოქმედების ვადა, ბარათის უსაფრთხოების კოდი და სხვა).
კურსის გაუქმება, გადადება, ცვლილება
TRADERSHUB.GE არის უშუალოდ ორგანიზატორი ყველა კურსის. შესაბამისად პასუხს აგებს კურსის გაუქმების, გადადების, ცვლილების (კურსის ჩატარების ადგილის, პროგრამისა და სხვა) შემთხვევაში. კომპანია დახმარებას გაუწევს მომხმარებელს და დაეხმარება საკითხის მოგვარებაში.
იმ შემთხვევაში, თუ TRADERSHUB.GE დააბრუნებს გაუქმებულ ან გადადებული კურსების თანხებს, მომხმარებელს უბრუნდება მხოლოდ კურსის საფასური მომსახურების საკომისიოს ჩათვლით.
კურსის გაუქმების, გადადების ან სხვა ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში TRADERSHUB.GE უფლებას იტოვებს მოახდინოს იმ მომხმარებლის ინფორმირება, რომელსაც შეძენილი აქვს კონკრეტულ კურსზე ადგილი. აღნიშნული წარმოადგენს ნებაყოფლობით მომსახურებას, რაც შეიძლება განხორციელდეს მოკლე ტექსტური შეტყობინების ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობითTRADERSHUB.GE -ისათვის ცნობილ მომხმარებლის მონაცემებზე ან უბრალოდ ინფორმაციის სახით განთავსდეს კომპანიის ვებ-გვერდზე WWW.TRADERSHUB.GE.
TRADERSHUB.GE არის კურსების უშუალოდ ავტორი და ვიძლევით სრულ გარანტიას კურსების გაყიდვა /ან არ გაყოდვასთან დაკავშირებით. ვებ-გვერდზე კურსების რეალიზაცია ხდება კომპანიის სურვილისამებრ და მხოლოდ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი კურსების საორგანიზაციო საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად მაგრამ არ შემოიფარგლება:
- – გასაყიდი ადგილების რაოდენობა
- – მაქსიმალური ადგილების რაოდენობა, რაც დასაშვებია ერთი მომხმარებლის მიერ შეძენის შემთხვევაში;
- – ასაკობრივი შეზღუდვა
- – გასაყიდი კურსის ფასი; ფასდაკლებების პრომოკოდები და სხვა.
ფასდაკლების პრომოკოდი
ფასდაკლების პრომოკოდი არის ერთჯერადი და უნიკალური. მისი გამოყენება შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ მხოლოდ ერთ კონკრეტულ კურსზე რამდენიმე ან ერთი ადგილის შეძენისას. TRADERSHUB.GE -ს მიერ გაცემული პრომოკოდის სტანდარტული ვადა კონკრეტული კოდის მიხედვით განისაზღვრება. პრომოკოდით შეძენილი კურსის დაბრუნების შემთხვევაში (იგულისხმება გაუქმებული კურსი ან მასტერკლასი) გამოყენებული პრომოკოდი აღდგენას არ ექვემდებარება.
თანხის დაბრუნება
TRADERSHUB.GE არის ვალდებული უკან დაუბრუნოს მომხმარებელს შეძენილი კურსის საფასური.
TRADERSHUB.GE -ზე პრომოკოდით შეძენილი ბილეთების თანხის დაბრუნების შემთხვევაში (იგულისხმება გაუქმებული კურსი) გამოყენებული პრომოკოდი აღდგენას არ ექვემდებარება.
თუ მონაწილე დაესწრო კურსის მინიმუმ 2 შეხვედრას კომპანია იტოვებს ვალდებულებას, რომ მონაწილეს დაუბრუნოს გადახდილი თანხის მხოლოდ 50%/.
კურსი დაბრუნება
TRADERSHUB.GE არის ვალდებული დაიბრუნოს გაყიდული კურს(ებ)ი.
ხოლო იმ შემთხვევაში თუ მონაწილე დაესწრება მინიმუმ კურსის 2 შეხვედრას კომპანია მომხმარებელს დაუბრუნებს გადახდილი თანხის მხოლოდ 50%-ს.
მონაცემთა დაცვა
TRADERSHUB.GE მიმართავს ყველა გონივრულ საშუალებას, რათა უზრუნველყოს მომხმარებლის მონაცემების დაცვა. TRADERSHUB.GE პასუხს არ აგებს თუ მესამე პირთა მიერ განხორციელდა უკანონო წვდომა მომხმარებლის მონაცემებზე (მათ შორის, პერსონალური მონაცემები, საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემები და სხვა).
მატერიალური პასუხისმგებლობის შეზღუდვა
TRADERSHUB.GE ანაზღაურებას მომხმარებლის მიერ სადავო შემთხვევის ფარგლებში გადახდილი საფასურიდან, ყველა გადასახადის, მოსაკრებლისა და საკომისიოს ჩათვლით. მომხმარებლებისაგან კურსებთან დაკავშირებული პრეტენზია განიხილება კურსის დაწყებიდან მაქსიმუმ 2 სატრენინგო შეხვერდის ჩატარებამდე.
მოქმედი სამართალი
ურთიერთობები წესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. დავის განხილვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ხორციელდება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ.
მასალების გამოყენების პირობები
TRADERSHUB.GE-ის საიტზე განთავსებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ტექსტური, ფოტო და გრაფიკული გამოსახულება წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას და მისი გამოყენება ან დუბლირება TRADERSHUB.GE -ის წერილობითი ნებართვის გარეშე აკრძალულია. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
წესებსა და პირობებზე დათანხმებით თქვენ თანახმა ხართ მიიღოთ საინფორმაციო და სარეკლამო სახის მეილები თქვენს მითითებულ ელ.ფოსტაზე.