www.tradershub.ge
Back

Apple, Inc.-ის კვარტალური შემოსავლების მოკლე ანალიზი.

საფონდო ბირჟა: NASDAQ (ნასდაქის საფონდო ბირჟა)
სავაჭრო აბრევიატურა: AAPL
სექტორი:
მაღალი ტექნოლოგიები, კომუნიკაციები.

Apple, Inc. ეწევა სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტების, სხვადასხვა მაღალ ტექნოლოგიური მოწყობილობებისა და აქსესუარების დიზაინს, ასევე წარმოებასა და გაყიდვას და მასთან დაკავშირებულ სხვა სახის სერვისებს. იგი მოქმედებს შემდეგი გეოგრაფიული სეგმენტებით: ამერიკა, ევროპა, ჩინეთი, იაპონია და აზიის წყნარი ოკეანის დანარჩენ ნაწილზე. ამერიკის სეგმენტი მოიცავს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას. ევროპის სეგმენტი მოიცავს ევროპის ქვეყნებს, ასევე ინდოეთს, ახლო აღმოსავლეთს და აფრიკას. ჩინეთის სეგმენტი მოიცავს ჩინეთს, ჰონგ კონგს და ტაივანს. დანარჩენი აზიის წყნარი ოკეანის სეგმენტი მოიცავს ავსტრალიასა და აზიის ქვეყნებს. მის პროდუქტებსა და სერვისებში შედის iPhone, Mac, iPad, AirPods, Apple TV, Apple Watch, Beats პროდუქტები, AppleCare, iCloud, ციფრული კონტენტის მაღაზიები, სტრიმინგის და ლიცენზირების სერვისები. კომპანია დააარსეს სტივენ პოლ ჯობსმა, რონალდ ჯერალდ უეინმა და სტივენ გ. ვოზნიაკმა 1976 წლის აპრილში და მისი სათაო ოფისი მდებარეობს კუპერტინოში, კალიფორნიის შტატში.

საბაზრო კაპიტალიზაცია (Market Cap): $2.614T

წინა კვარტალური შემოსავალი ერთ აქციაზე იყო $2.18, რომელიც გამოცხადდა 1 თებერვალს სავაჭრო სესიის დახურვის შემდეგ. კომპანიის საერთო კვარტალური შემოსავალი 119.57B შეადგინა. 2 თებერვალს  ბაზრის გახსნინსას აქციებზე ვაჭრობა დაიწყო $179.85-დან, ხოლო ბაზრის დახურვისას მისი ფასი $187.33-მდე გაიზარდა.

შემდეგი კვარტალური ანგარიში გამოქვეყნდება 2 მაისს სავაჭრო სესიის დასრულების შემდეგ 00:00-ზე (UTC +4).

ფინანსური ანალიტიკოსების მოლოდინებია:  მოგება თითო აქციაზე (EPS – Earnings Per Share) $1.50 და კომპანიის ჯამური შემოსავალი (Revenue) $90.335B. ამჟამად ერთი აქციის ფასი $169.3 არის.


აღნიშნული ინფორმაცია არ არის საინვესტიციო რჩევა და მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის მატარებელია.


Facebook კომენტარები

ტრეიდერების ჰაბის ანალიტიკოსი