www.tradershub.ge
Back

Cisco Systems, Inc.-ის კვარტალური შემოსავლების მოკლე ანალიზი.

საფონდო ბირჟა: NASDAQ (ნასდაქის საფონდო ბირჟა)
სავაჭრო აბრევიატურა: CSCO
სექტორი:
მაღალი ტექნოლოგიები, კომუნიკაციები.

Cisco Systems, Inc. ეწევა ინტერნეტ პროტოკოლზე დაფუძნებული ქსელური პროდუქტებისა და სერვისების დიზაინს, წარმოებას და რეალიზაციას, რომლებიც დაკავშირებულია საკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიასთან. ფირმა მუშაობს შემდეგი გეოგრაფიული სეგმენტებით: ამერიკა, EMEA და APJC. მისი პროდუქტები მოიცავს შემდეგ კატეგორიებს: უსაფრთხო, სწრაფი ქსელები, ინტერნეტი მომავლისთვის, თანამშრომლობა, სრული უსაფრთხოება, ოპტიმიზებული აპლიკაციის გამოცდილება და სხვა პროდუქტები. კომპანია დააარსეს სანდრა ლერნერმა და ლეონარდ ბოსაკმა 1984 წელს და მისი სათაო ოფისი მდებარეობს სან ხოსეში, კალიფორნია.

საბაზრო კაპიტალიზაცია (Market Cap): $194.60B

წინა კვარტალური შემოსავალი ერთ აქციაზე იყო $0.87, რომელიც გამოცხადდა 14 თებერვალს სავაჭრო სესიის დახურვის შემდეგ. კომპანიის საერთო კვარტალური შემოსავალი12.70B შეადგინა. 15 თებერვალს  ბაზრის გახსნინსას აქციებზე ვაჭრობა დაიწყო $48.26-დან, ხოლო ბაზრის დახურვისას მისი ფასი $49.69-მდე გაიზარდა.

შემდეგი კვარტალური ანგარიში გამოქვეყნდება 15 მაისს სავაჭრო სესიის დასრულების შემდეგ 00:00-ზე (UTC +4).

ფინანსური ანალიტიკოსების მოლოდინებია:  მოგება თითო აქციაზე (EPS – Earnings Per Share) $0.83 და კომპანიის ჯამური შემოსავალი (Revenue) $12.50B. ამჟამად ერთი აქციის ფასი $48 არის.

აღნიშნული ინფორმაცია არ არის საინვესტიციო რჩევა და მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის მატარებელია.

Facebook კომენტარები

ტრეიდერების ჰაბის ანალიტიკოსი