Back end კურსი დამწყებთათვის
ეს კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც სურს შეისწავლოს დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მაღალანაზღაურებადი პროგრამირების ენა C# და ამავდროულად დაეუფლოს back end პროგრამირების ფუნდამენტურ პრინციპებს.
რატომ C#
C# პროგრამირების ენა „Microsoft” ის ერთ ერთი ყველაზე წარმატებულია პროდუქტია, მსგავსი ტექ გიგანტის მნიშნველოვანი წვლილია იმაში, რომ დღეს ეს ენა ერთ ერთი ყველაზე მოთხოვნადია სხვადასხვა მიმართულებებში, როგორებიაცაა:
back end პროგრამირება და Gaming Development, მისი პოპულარულობა აგრეთვე განაპირობა მისმა სიმარტივემ და მოქნილობამ სხვა მსგავსი ტიპის პროგრამირების ენებთან შედარებით.
ბოლო წლების ტენდენციები აჩვენებენ, რომ როდესაც მცირე თუ საშუალო კომპანია დგება არჩევანის წინაშე რომელი პროგრამული ენა გამოიყენოს პროცესების იმპლემენტაციებისთვის(რომელ ენაზე დაწეროს კოდი), C# ყველა რეიტინგში Top ადგილს იკავებს.
რას ისწავლით:
- C#-ის საფუძვლები (ცვლადები, მონაცემთა ტიპები, ოპერატორები)
- GIT, რა არის სორს კონტროლი, დანიშნულება და საჭიროება
- კონტროლის სტრუქტურები (ციკლები, პირობითი ოპერატორები)
- მეთოდები და ფუნქციები
- ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება (კლასები, მემკვიდრეობა, ინკაფსულაცია, პოლიმორფიზმი)
- მონაცემთა ბაზასთან მუშაობა (SQL, Entity Framework)
- რელაციური მონაცემთა ბაზები
- მონაცემთა სტრუქტურები
კურსის აღწერა
✅ 12 ლექცია – პრაქტიკული, ნაბიჯ-ნაბიჯ სწავლება
✅ მარტივი და გასაგები მეთოდებით პროგრამირების ძირითადი პრინციპები და c#-ის თავისებურებები
✅ რეალური პროექტებით პრაქტიკული გამოცდილება
✅ კურსის დასრულების შემდეგ დამოუკიდებლად შექმნით ფუნქციურ c# აპლიკაციას
ვისთვისაა ეს კურსი:
ეს კურსი იდეალურია დამწყებთათვის, ვისაც სურს დაეუფლოს back-end პროგრამირებას C#-ის გამოყენებით და შექმნას სრულფასოვანი სერვერები და API-ები.
მოთხოვნები:
- სურვილი და მონდომება ახალი უნარების შესასწავლად
გავრცელებული მითი :
პროგრამირების სასწავლებლად აუცილებელია მათემატიკის კარგად ცოდნა
კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ დამოუკიდებლად შექმნათ back-end აპლიკაციები, იმუშაოთ მონაცემთა ბაზებთან და გამოიყენოთ .NET ეკოსისტემის მძლავრი ინსტრუმენტები.
კურსის მახასიათებლები
- ლექციები 0
- დავალებები 0
- დასაწყისი 5 მარტი
- დონე All levels
- მონაწილე 0
- სერტიფიკატი გაიცემა
სილაბუსი
- 9 Sections
- 0 Lessons
- 10 Weeks
- ლექცია 1· პროგრამირების საფუძვლები · რას ნიშნავს პროგრამირება? · პროგრამირების ენები და მათი განსხვავებები · C# და .NET პლატფორმა · დეველოპმენტის გარემო (IDE) · GIT, რა არის სორს კონტროლი, დანიშნულება და საჭიროება0
- ლექცია 2II. ცვლადები, ოპერატორები და მონაცემთა ტიპები (გაკვეთილი 2) · ცვლადები და მათი გამოყენება · მონაცემთა ტიპები C#-სა და .NET-ში · არითმეტიკული, შედარების, ლოგიკური და მინიჭების ოპერატორები0
- III. Console, ტიპების კონვერტაცია და პირობითი ოპერატორები (ლექცია 3)· Console-ის გამოყენება (შეტანა/გამოტანა) · ტიპების კონვერტაცია (Casting) · პირობითი ოპერატორები (if-else, switch)0
- IV. ციკლები და მასივები (ლექცია 4)· ციკლების ტიპები: while, do-while, for, foreach · მასივები: ერთგანზომილებიანი, მრავალგანზომილებიანი, jaggedArrays0
- V. მეთოდები C#-ში (ლექცია 5)· მეთოდების დეკლარაცია და გამოყენება · პარამეტრები, დაბრუნებული მნიშვნელობა · გადატვირთვა (Overloading) და რეკურსია0
- VI. სტრინგები და მათი დამუშავება (ლექცია 6)· სტრინგის მონაცემთა ტიპი · StringBuilder და Mutable/Immutable ობიექტები · სტრინგების მანიპულაცია (შედარება, გაერთიანება, ძიება, ჩანაცვლება)0
- VII. კლასები და ობიექტები (ლექცია 7)· ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების (OOP) საფუძვლები · კლასების შექმნა და ობიექტების ინიციალიზაცია · Property-ები (Get/Set), ინდექსერები0
- VIII. სტატიკური წევრები და დამატებითი კონცეფციები (ლექცია 8)· სტატიკური კლასები, მეთოდები და კონსტრუქტორები · readonly და const · Partial Class და სტრუქტურები0
- IX. მემკვიდრეობითობა და აბსტრაქცია (ლექცია 9)· მემკვიდრეობითობა (Inheritance) · აბსტრაქტული კლასები და ინტერფეისები · ენკაფსულაცია და მონაცემთა დამალვა0