iOS პროგრამირების კურსი დამწყებთათვის
გაეცანით iOS აპლიკაციების შექმნის სამყაროს და გადადგით პირველი ნაბიჯი მომგებიან და მოთხოვნად პროფესიაში!
რას შეისწავლით ამ კურსში?
ამ კურსის განმავლობაში თქვენ გაეცნობით Swift-ს, Apple-ის მიერ 2014 წელს წარმოდგენილ პროგრამირების ენას, რომელიც iPhone-ის, iPad-ის და Apple-ის ნებისმიერი მოწყობილობის აპლიკაციების შესაქმნელად გამოიყენება. ეს არის ძლიერი და მოსახერხებელი ინსტრუმენტი, რომელიც iOS დეველოპერებისთვის შეუცვლელია.
კურსის აღწერა
- 10 ლექცია, პრაქტიკული ნაბიჯ-ნაბიჯ სწავლა
თითოეულ ლექციაზე მარტივი და გასაგები მეთოდით აითვისებთ პროგრამირების ძირითად პრინციპებს, მიდგომებს და Swift-ის ენის თავისებურებებს. - კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ დამოუკიდებლად შექმნათ სრულად ფუნქციური და გამართული iOS აპლიკაცია.
ვისთვისაა ეს კურსი განკუთვნილი?
თუ არ გაქვთ პროგრამირების გამოცდილება, მაგრამ დიდი სურვილი გაქვთ, დაიწყოთ კარიერა ტექნოლოგიებში და გახდეთ iOS დეველოპერი, ეს კურსი სწორედ თქვენთვისაა! ჩვენ გიხელმძღვანელებთ ნულიდან, ისე რომ არც ერთი ნაბიჯი არ გამოგრჩეთ.
დაიწყეთ თქვენი ტექნოლოგიური მოგზაურობა დღესვე და გახდით iOS დეველოპმენტის სამყაროს ნაწილი!
კურსის ხელმძღვანელი: ლიზი ჩიჩუა
კურსის მახასიათებლები
- ლექციები 0
- დავალებები 0
- დასაწყისი 2 მარტი
- დონე დამწყები
- მონაწილე 15
- სერტიფიკატი გაიცემა