ტრეიდერების ჰაბის პროგრამირების კურსების პრეზენტაცია
3 მაისი
14:00 საათი
The Hub – ერთიანი სამუშაო სივრცე
ტრეიდერების ჰაბი წარადგენს პროგრამირების უახლეს კურსებს, რომლებიც უკვე გაწერილი სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩვენი გლობალური გაფართოების ნაწილია.
ახალი კურსები, რომლებიც დაიწყება:
-
iOS პროგრამირება
-
Android პროგრამირება
-
Back-End პროგრამირება
-
UI/UX დიზაინი
რატომ დავამატეთ პროგრამირების კურსები ტრეიდერების ჰაბში?
2025 წელი არის ჩვენი სტრატეგიული განვითარების საწყისი ეტაპი გლობალურ ბაზარზე. გვსურს, შევქმნათ და განვავითაროთ საკუთარი Fintech და Edutech პლატფორმები, აპლიკაციები და პროგრამები — ამისთვის კი გვჭირდება ძლიერი, მოტივირებული და თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი პროგრამისტების გუნდი.
როგორ შეგიძლია შენ გახდე ამ პროცესის ნაწილი?
✅ კურსების წარმატებით დასრულებისა და საბოლოო ტესტების გავლის შემდეგ, გეძლევა შესაძლებლობა შემოუერთდე ტრეიდერების ჰაბის პროგრამისტების გუნდს, გაიარო ანაზღაურებადი სტაჟირება და მომავალში დასაქმდე ჩვენს კომპანიაში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია გუნდში გვყავდეს პროფესიონალებთან ერთად ის ადამიანები, ვინც ჩვენსავე სისტემაში გაიზარდა და განვითარდა.
ეს არის შანსი შენთვის — ისწავლო, განივითარო უნარები და გრძელვადიანად ჩამოყალიბდე ჩვენს გუნდში.
რას გაგიზიარებენ პრეზენტაციაზე?
ჩვენი პროფესიონალი პროგრამისტები გაგაცნობენ საკუთარ კარიერულ გზას
დეტალურად მოიყვებიან კურსების სტრუქტურასა და მიმართულებებს
აგიხსნიან, რატომ ღირს ტრეიდერების ჰაბის გუნდთან ერთად სწავლა და განვითარება
მონაწილეობა უფასოა, თუმცა ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მიიღებთ დასტურს ჩვენი გუნდისგან.
ღონისძიების პარტნიორი:
Bulls & Bears Journal – პირველი ფინანსური ჟურნალი საქართველოში