რა არის ტრეიდერების ჰაბი?
კომპანია “ტრეიდერების ჰაბი” არის პირველი ფინანსური საგანმანთლებლო პლატფორმა საქართველოსა და რეგიონში, რომელიც გთავაზობთ კურსებს ინვესტიციების, ტრეიდინგის, საფონდო ბაზრის, Forex-ის და კრიპტოვალუტის მიმართულებით. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ადამიანებს ფინანსური განათლების მიღებასა და წარმატებული ინვესტორების განვითარებაში.
Ვინ შეიძლება გამოიყენოს პლატფორმა?
ტრეიდერების ჰაბი გათვლილია როგორც დამწყებ, ისე გამოცდილ ტრეიდერებზე და ინვესტორებზე, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ბაზრის ღრმა ანალიზითა და უნარების გაძლიერებით.
Რას მოიცავს ტრეიდერების ჰაბის კურსები?
კურსები მოიცავს:
- CFA მეთოდოლოგიაზე დაფუძნებულ სწავლების სამ დონეს.
- ბაზრის სპეციფიურ სწავლებებს (საფონდო ბაზარი, Forex, კრიპტოვალუტები).
- პრაქტიკულ სავარჯიშოებს და რეალურ მაგალითებს.
- რეალურ დროში ტრეიდინგისა და ინვესტირებას.
Როგორ შეიძლება ტრეიდერების ჰაბის კურსებზე რეგისტრაცია?
რეგისტრაციისთვის:
- ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: Tradershub.ge
- შეარჩიეთ სასურველი კურსი.
- შეავსეთ რეგისტრაციის ფორმა და გადაიხადეთ შესაბამისი საფასური.
Როგორია კურსების ხანგრძლივობა?
კურსების ხანგრძლივობა დამოკიდებულია კონკრეტულ პროგრამაზე და შეიძლება იყოს 5 კვირიდან 12 კვირამდე.
Როგორ ვიღებ სერთიფიკატს?
სერტიფიკატი გაიცემა მოთხოვნისამებრ. შემდგომ კი იგზავნება ელექტრონულად და ხელმისაწვდომია PDF ფორმატში.
Ახორციელებთ თუ არა ტრეიდინგის პრაქტიკას?
დიახ, ჩვენ ვთავაზობთ პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომლებიც რეალურ სავაჭრო გარემოში მუშაობას მოიცავს. ეს საშუალებას გაძლევთ, უკეთ გაიგოთ ბაზრის მექანიზმები.
ტრეიდერების ჰაბის კურსები საქართველოშია მხოლოდ ხელმისაწვდომი თუ საერთაშორისო მასშტაბით?
ტრეიდერების ჰაბის კურსები ხელმისაწვდომია როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო მასშტაბით. კურსზე მონაწილეობა შესაძლებელია, როგორც Online ასევე ფიზიკურად ოფისში ან ჰიბრიდული ვერსიით.
Როგორ ხდება კონტაქტი?
TRADERSHUB.GE საიტზე განთავსებულია კონტაქტის ღილაკი, საიდანაც შეგიძლიათ, როგორც მოგვწეროთ ან დაგვირეკოთ შესაბამის საკონტაქტო ნომრებზე.
Როგორ შემიძლია გავაუქმო რეგისტრაცია ან შევცვალო კურსი?
თუ გსურთ რეგისტრაციის გაუქმება ან კურსის შეცვლა, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ჩვენი მხარდაჭერის სამსახურის მეშვეობით.