www.tradershub.ge
Back

სავალუტო წყვილებზე LIVE ვაჭრობის 2 თვიანი შედეგის ანალიზი

იმედია სანამ ამ ბლოგს წაიკითხავთ მანამდე კრიპტოზე ვაჭრობის ერთ თვიანი შედეგების მოკლე ანალიზი და სტატია უკვე წაკითხული გაქვთ. თუ არა და შეგიძლიათ აქ დააკლიკოთ და ავტომატურად გადახვალთ იმ სტატიაზეც.

სავალუტო წყვილებზე ვაჭრობა მაღალ რისკიან ბაზრების საიში კრიპტოსთან ერთად პოზიციონირებს და შესაბამისად აუცილებელია რისკ-მენეჯმენეტის სწორი გადანაწილება სხვა შემთხვევაში ბაზარი არასოდეს გაპატიებთ დაშვებულ შეცდომებს.

მთავარი მოთამაშეები ამ ბაზარზე სწორედ, რომ ბანკები არიან და ამასთან ფედერალური რეზერვები დიდ როლს თამაშობენ ბაზრის პოლიტიკაზე. გამოდის, რომ თუ გინდათ ამ ბაზარზე სწორი ნაბიჯები გადადგათ და მოგება მიიღოთ მაშინ “ბანკებივით” უნდა იფიქროთ და უნდა ხვდებოდეთ თუ რა სურთ ვეშაპებს ბაზარზე.

ჩვენს ეკონომიკურ კალენდარს გადახედეთ ხოლმე, რადგან შეგიძლიათ ინფორმაცია და კალენდრის ცვლადები ქართულ ენაზე გაეცნოთ. აქ დააჭირეთ.

რომელ სავალუტო წყვილზე ხდებოდა ვაჭრობა 60 დღის განმავლობაში?!

XAU/USD არის ოქროს ტიკერი სავალუტო წყვილზე ვაჭრობის დროს. ოქრო (XAU) ივაჭრება აშშ დოლართან (USD) მიმართ და მისი ფასი წარმოადგენს ერთი უნცია ოქროს ღირებულებას აშშ დოლარში. XAU/USD ვაჭრობა ხდება ფორექსის ბაზარზე, როგორც ნებისმიერი ტრადიციული ვალუტის წყვილის მათ შორის.

სურათი – 1

60 დღე საკმარისზე მეტია, რომ დავინახოთ ტრეიდერის რისკიანობის ზღვარი თუ სად გადის და როგორ ახდენს ის ვაჭრობის მინიმუმ სისტემის განხორციელებას. მაგალითად ბევრი რომ არ იწვალოთ, როგორც მკითხველმა გეტყვით, რომ ეს 60 დღიანი ვაჭრობა არ ყოფილა სკალპირება თუ ყოველდღიური ტრეიდინგი, არამედ Swing ტრეიდინგი, რომელიც გულისხმობს პოზიციების რამდენიმე დღით, კვირით თუ თვით შენარჩუნებას. ამ შემთხვევაში ვაჭრობა რამდენიმე დღის განმავლობაში ხდებოდა გახსნილი პოზიციიდან გამომდინარე შესაბამისად ქვემოთ მოცემული შემდეგი სურათში, სწორედ ეს ჩანს, რომ ამ 2 თვის განმავლობაში განხორციელებული იყო ჯამში 33 ტრეიდი და აქედან მხოლოდ 28 იყო წარმატებული. შესაბამისად 85% მოგების პროცენტი ალბათ მარტივი მისახვედრია, რომ ძალიან კარგია!

აქვე გულახდილობისთვის საჭიროა ერთი რამ გახსოვდეთ თუ როგორ არ და ვერ უნდა მოგატყუოთ ადამიანმა ამ მოგების მაღალი პროცენტულობის გაზიარების შემთხვევაში, რაც სამწუხაროდ ინტერნეტში საკმაოდ აქტიურად ხდება ხოლმე.

მაგალითად: 10 ტრეიდი, რომ განვახორციელოთ, 9 მოვიგოთ 1 წავაგოთ. ხომ გვექნებოდა ძალიან მაღალი პროცენტული მოგების მაჩვენებელი? პასუხია კი, მაგრამ ხომ შეიძლება იმ ბოლო ერთ ტრეიდით ადამიანი გაკოტრებულიყო და პროცენტი ამ დროს მაინც 90% გვიჩვენებდა.

მაშინ როგორ უნდა გავარვკიოთ რეალურად მომგებიანია ეს პროცენტული მაჩვენებელი თუ არა?!

ამისთვის არსებობს return rate, რომელიც გულისხმობს ბრუნვის/შემოსავლის მონაცემს და ეს ცვლადი დანამდვილებით თვლის ადამიანის ტრეიდინგის პროცენტი ნამდვილად მომგებიანია თუ არა.

ეს განაკვეთი ითვალისწინებს რამდენად ხშირად იგებთ გარიგებებს და აფარდებს ერთმანეთს საშუალო მოგებასა და ზარალს.

ფორმულირება ასე გამოიყურება: return rate = win rate * (profit/loss ratio +1)

return rate 1 – ეს ნიშნავს, რომ ტრეიდერი იმყოფება break even მონაკვეთში ანუ ან მოგებას დაიწყებს ან წაგებას.

ნაკლებია 1-ზე – ტრეიდერი აგებს თანხებს.

მეტია 1- ზე – ტრეიდერი იგებს თანხებს.

გამოდის, რომ ეს ცვლადი ფარდას ხდის იმ სიმართლეს/ტყუილს თუ რამდენად მომგებიანია ადამიანი თუ წამგებიანია.

ჩვენ შემთხვევაში წარმოდგენილ სქრინზე როგორც ხედავ მარცხენა მხარეს return rate =1.50 რაც სავსებით საკმარიზე მეტია, რომ სტრატეგია შეფასდეს, როგორც მომგებიანი და უკიდურეს მარჯვენა მხარეს გიზიარებთ რეალურად საშუალო მოგებისა და წაგების ცვლადებს.

სურათი -2


და ბოლოს გიზიარებთ ამ 60 დღის დიაპაზონში ვიზუალურ ტრეიდინგის შემოსავლების ჩარტს, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება.

სურათი -3


რატომ ხდებოდა მხოლოდ ერთ წყვილზე ტრეიდინგი და არა შერეულად?

როდესაც საუბარი გვაქვს სტაბილურობაზე, როგორც ზემოთ გაგიზიარეთ ინფორმაცია ამ მაღალ რისკიან ბაზარზე არ არის რეკომენდირებული, რომ თქვენ ივაჭროთ მრავალფეროვან წყვილებზე, რადგან ძირითადად ეს დამწყები ტრეიდერების პირველი შეცდომაა, რომ ირჩევენ ძალიან ბევრ და სხვადასხვა წყვილებზე ვაჭრობას იწყებენ იმ მოტივით, რომ რომელიღაც წყვილზე “არ გაუმართლდათ” და იქნებ შემდეგ ან სხვა წყვილზე “გაუმართლდეს”. მსგავსი დამოკიდებულების გამო ჩნდება და გაჩნდა საზოგადოებაში კითხვები ფინანსურ ბაზრებთან მიმართებაში და მოხდა შემდგომ მისი გაიგივება სხვა აზარტულ საქმიანობებთან. არა და ეს ბაზარი გამართლება არ გამართლებაზე ნამდვილად ვერ იმუშავებს, რადგან ეს ფინანსების უმაღლესი ეტაპია, სადაც სწორი ფუნდამენტალური და ტექნიკური ანალიზის გარეშე მუდამ კითხვის ნიშნებით იქნება დამწყები ტრეიდერი. სწავლა არასდროს არის გვიანი!

თუ გსურთ უფრო მეტი ისწავლოთ და გაიგოთ თუ როგორ შეიძლება სავალუტო ბაზრებზე სწორი ტრეიდინგი და სტაბილური შემოსავლის მიღება მაშინ შეგიძლიათ ამ ბმულზე გადმოხვიდეთ და რეგისტრაცია გაიაროთ საზაფხულო ონლაინ სავალუტო წყვილებზე ვაჭრობის კურსზე.

Facebook კომენტარები