www.tradershub.ge
Back

General Mills. Inc-ის კვარტალური შემოსავლების მოკლე ანალიზი.

საფონდო ბირჟა: NYSE( ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა)
სავაჭრო აბრევიატურა: GIS
სექტორი: 
საცალო ვაჭრობა, შეფუთული საკვები

General Mills, Inc. აწარმოებს ბრენდირებულ სამომხმარებლო საკვებს მთელს მსოფლიოში. კომპანია მუშაობს ხუთი მიმართულებით: ჩრდილოეთ ამერიკაში საცალო ვაჭრობა, კომფორტის მაღაზიები და საკვები პროდუქტები ,ასევე ევროპა, ავსტრალია; აზიასა და ლათინურ ამერიკაში. ის გთავაზობთ მზა ბურღულეულს, ცივ იოგურტს, სუპს, კერძების კომპლექტს, გაყინულ ცომს, დესერტსა და საცხობი მიქსებს, საცხობ ფქვილს, გაყინულ პიცასა და პიცის სნეკებს, სნეკ ბარებს, ხილისა და მარილიან წასახემსებლებს, ნაყინს, გამაჯანსაღებელი სასმელებს, ასევე სხვადასხვა ორგანული პროდუქტების მათ შორის გაყინულ და დახლზე დალაგებულ ბოსტნეულს. ის ასევე აწვდის ბრენდირებულ და არაბრენდულ საკვებ-პროდუქტებს ჩრდილოეთ ამერიკის კვების პროდუქტებისა და კომერციული საცხობი მრეწველობისთვის, აწარმოებს და ყიდის შინაური ცხოველების საკვებს, მათ შორის ძაღლებისა და კატების საკვებს.

საბაზრო კაპიტალიზაცია (Market Cap): $47.81B

წინა კვარტალური შემოსავალი ერთ აქციაზე იყო $0.97, რომელიც გამოცხადდა 23 მარტს ბაზრის გახსნამდე. კომპანიის საერთო კვარტალური შემოსავალი 5,12B შეადგინა. 23 მარტს ბაზრის გახსნინსას აქციებზე ვაჭრობა დაიწყო $81.21-დან, ხოლო ბაზრის დახურვისას მისი ფასი $84.80-მდე გაიზარდა.

შემდეგი კვარტალური ანგარიში გამოქვეყნდება 28 ივნისს ბაზრის გახსნამდე.

ფინანსური ანალიტიკოსების მოლოდინებია:  მოგება თითო აქციაზე (EPS – Earnings Per Share) $1.07 და კომპანიის ჯამური შემოსავალი (Revenue) $5.17B. ამჟამად ერთი აქციის ფასი $81.32 არის.

აღნიშნული ინფორმაცია არ არის საინვესტიციო რჩევა და მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის მატარებელია.

Facebook კომენტარები

ტრეიდერების ჰაბის ანალიტიკოსი