Jump to content
  • რეგისტრაცია

📢 მიმდინარეობს რეგისტრაცია ტრეიდერების ჰაბის აკადემიაში!

👉აკადემიის შესახებ სრული ინფორმაცია

🎯პროგრამა

🎯რეგისტრაცია

 

 

რეგისტრაცია ტრეიდერების ჰაბში დასრულებულია!

მადლობა მონაწილეობისთვის.

 

 

როგორ ხვდებიან კომპანიები საფონდო ბირჟაზე? IPO!


IPO-ს (საწყისი საჯარო შეთავაზება) დროს კომპანია საჯაროდ პირველად ყიდის თავის აქციებს. ამის შემდეგ უკვე კომპანიის აქციები ბირჟაზე ივაჭრება.
IPO კომპანიას საშუალებას აძლევს მოიზიდოს კაპიტალი აქციათა შეთავაზების გზით პირველად ბაზარზე. IPO პროცესი აქტუალური ხდება, როდესაც კერძო კომპანია მიაღწევს ისეთი ზრდის ფაზას, სადაც უკვე საჭირო ხდება რეგულატორის მიერ მისი რეგულაციის აუცილებლობა, ასევე შეთავაზება (IPO) მას უფრო დიდი ზრდის საშუალებას აძლევს. იზრდება კომპანიის ტრანსპარენტულობა, ნდობა და იმიჯი,რაც ყოველმხრივ დადებითად აისახება კომპანიაზე. IPO ასევე კომპანიას მეორადი შეთავაზების უკეთ განხორციელების საშუალებას აძლევს. კომპანიას პროცესში ჩართვის შემდეგ უმცირდება კაპიტალური ხარჯი. IPO საწყისი ფაზა გულისხმობს პროცესში ანდერრაიტერების ჩართვას პირველ რიგში ანდერრაიტერები (ჯგუფში შედიან იურისტებიც, ექსპერტები და ა.შ) აკეთებენ ანალიზს რა რაოდენობის აქციები შეთავაზება მოახდინონ და რა ფასად. ამის შემდგომ უკვე ხდება პროსპექტუსის შედგენა, სადაც გაწერილია თაიმფრეიმი. მნიშვნელოვანია საჭირო მოთხოვნის შეფასება და საბოლოო შესათავაზებელი ფასის დადგენა. ბირჟაზე გასასვლელად კომპანია უკვე უნდა აკმაყოფილებდეს ბირჯაზე ლისტინგის პროცედურებს და ასევე რეგულატორის მოთხოვნებს. IPO პროცესი გულიხმობს დირექტორთა საბჭოს ჩამოყალიბებას, კვარტალურად რეპორტინგის განხორციელებას და ა.შ.

როგორ ყალიბდება IPO ფასი? ძირითადად კომპანიის მოსალოდნელი მომავალი ფულადი ნაკადების დისკონტირებით.

ყველას შეუძლია შეიძინოს IPO აქციები? რა თქმა უნდა, თუკი მიწოდება იქნება საკმარისი. ინდივიდუალური ინვესტორისთვის IPO აქციებთან წვდომის საშუალებაა რომ ჰქონდეს ანგარიში საბროკერო კომპანიის პლატფორმაზე ან მოახდინოს ინვესტიცია ორმხრივი ფონდების საშუალებით. თუმცა IPO-ში ინვესტირებას სჭირდება ინდივიდუალური ინვესტორის მხრიდან კარგი ანალიზის გაკეთება.
გასათვალისწინებელია, რომ IPO-ს შემთხვევაში იზრდება სამართლებრივი და სხვა რისკები, იზრდება ხარჯი და ა.შ. ასე,რომ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ სიღრმისეული ანალიზის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორ ვიპოვნოთ IPO კომპანია?

ეს ყველაზე მარტივი და მოქნილი პროცესია, რადგან თქვენ მხოლოდ ამ საიტზე გჭირდებათ გადასვლა, სადაც მოცემულია კალენდარული ცხრილი და იმ კომპანიების სია, რომლებიც ყოველ თვის პერიოდში ეტაპობრივად მოხვდებიან ამერიკულ საფონდო ბირჟაზე. სტატიასთან ერთად გიზიარებთ მაგალითისთვის ამ თვის IPO კომპანიების სიას და მათ მიერ გამოტანილი აქციების რაოდენობას, ღირებულებას და პოტენციურ საწყის ფასებს.


142519865_10221659619173760_5733793293377533618_n.jpg?_nc_cat=106&ccb=1-3&_nc_sid=32a93c&_nc_ohc=YY7I1AbchrIAX-et7l2&_nc_ht=scontent.fkut1-1.fna&tp=6&oh=71265afc1cdc92ad9b5061fa66280b1f&oe=60CC9964

საიტის ბმული: https://www.nasdaq.com/market-activity/ipos

0 კომენტარები


რეკომენდირებული კომენტარები

ჯერჯერობით არ არის კომენტარები.

სტუმარი
Add a comment...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   მანამდე დაწერილი შინაარსი აღდგენილია..   წაშლა

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • ახლის შექმნა...