Jump to content
  • რეგისტრაცია

📢 მიმდინარეობს რეგისტრაცია ტრეიდერების ჰაბის აკადემიაში!

👉აკადემიის შესახებ სრული ინფორმაცია

🎯პროგრამა

🎯რეგისტრაცია

 

 

რეგისტრაცია ტრეიდერების ჰაბში დასრულებულია!

მადლობა მონაწილეობისთვის.

 

 

რა არის სკალპინგი?


რა არის სკალპინგი?

სკალპინგი წარმოადგენს მოკლევადიან ვაჭრობის სტრატეგიას მას ხშირად სწრაფ ვაჭრობასაც უწოდებენ, რომელიც გულისხმობს მცირე მოგებებით დიდ მოგებაზე გასვლას. ის უფრო მოკლევადიანია ვიდრე ყოველდღიური ვაჭრობის სხვა სახეები. სკალპერები სწრაფად შედიან და გამოდიან ბაზრიდან,  რომ მიიღონ მცირე მოგებები. ისინი დღის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ შედიან და გამოდიან ბაზარზე (ერთჯერადი მოგებები მცირე დაახლოებით 10 pips-ამდე). დროის ფაქტორიდან თუ მოსწრებადია stop loss და take profit ბრძანებების დაყენება, ისიც ყენდება 3/5, 3/10 5/15 პუნქტში, გააჩნია რა სიდიდით მერყეობს ფასები.

 

რატომ სკალპინგი?

სკალპერები თვლიან, რომ მოგება ფასების მცირე მოძრაობიდან ნაკლებ რისკიანია ვიდრე დიდი მოძრაობებიდან. ამ დროს სავაჭრო ფანჯარა ძალიან მჭიდროა როგორც ფასების მოძრაობის ისე დროის ინტერვალის კუთხით (სკალპერის ვაჭრობის პერიოდი არის წამები და წუთი, თუმცა შესაძლოა მოხდეს დიდ ინტერვალზეც. მაგალითად შესაძლოა განხორციელდეს 15 წუთიან ინტერვალზეც თუ მოძრაობა ბაზარზე არის შედარებით სუსტი).

სკალპერები არ ეყრდნობიან ფუნდამენტალურ ანალიზის, არამედ იყენებენ მხოლოდ ტექნიკურ ანალიზს. თუმცა აღაანიშნავია, რომ ისინი იყენებენ ნიუსებს, მაგალითად ახალი ამბების გაცხადებითანავე ხსნიან პოზიციას, რათა ფასზე გადაცემის მომენტში ნახონ მოგება.

სკალპინგის დადებითი მხარეა ის, რომ მარტივია და შესაძლოა გამოიყენონ დამწყებმა ტრეიდერებმა, როგორც ვთქვით ასევე ნაკლებია რისკი. თუმცა გასათვალისწინებელია ისეთი ფაქტორები როგორიცაა ვაჭრობის ხარჯი (რადგან ბევრჯერ ხდება შესვლა დიდია ხარჯიც, ასვეე საკომისიო შესალოა მოიცავდეს სპრედსაც).

 როგორც ვთქვით, სკალპინგის დროს იყენებენ ტექნიკურ ანალიზს.სკალპინგის სტრატეგიებში განასხვავებენ:

1)სტოქასტიკურ ინდიკატორზე დაფუძნებულ სტრატეგიას (Stochastic)

 სტოქასტური ინდიკატორი მოთავსებულია 1-100 ინტერვალში. როდესაც ის მოთავსებულია 80-ის ზემოთ, მაშინ ფასი ითვლება ზედმეტად შეფასებულად და  მიზანშეწონილია მისი გაყიდვა, ხოლო როცა ის ნაკლებია 20-ზე, მაშინ ის მიჩნეულია ნაკლებად შეფასებულია და გვაქვს სასურველი ყიდვის წერტილი.სწორედ ამ მარტივ ინდიკატორს იყენებენ სკალპერები.

2)მოძრავ საშუალოზე დაფუძნებულ სტრატეგიას (moving average)

3)RSI-ზე დაფუძნებული სტრატეგიას

4) Ichimoku (ინდიკატორი)-ზე დაფუძნებული სტრატეგიას

 თუმცა ამ მარტივ ანალიზთან ერთად არსებობს სკალპინგის უფრო რთული სტრატეგიები.

 სკალპინგის ტიპის ვაჭრობისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი ბროკერის შერჩევა, ბროკერისა რომელიც გვთავაზობს სკალპინგით ვაჭრობას.

 

1 comment


რეკომენდირებული კომენტარები

ფიუჩერსებზე სკალპინგით ვაჭრობისას ვიყენებ მხოლოდ კლასტერს (cluster) კონკრეტულად ყურადღებით ვაკვირდები Delta-ს,  ერთ 5 წუთიან სანთელზე ყიდვაც მოვასწარი და გაყიდვაც, რათქმაუნდა ეს მეთოდი გამართლებულია ჩიკაგოს ბირჟაზე, რომელსაც სპრედი არ აქვს და საკომისიოც მინიმალური

 

Capture.PNG

კლასტერი.PNG

Link to comment
სტუმარი
Add a comment...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   მანამდე დაწერილი შინაარსი აღდგენილია..   წაშლა

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • ახლის შექმნა...