Jump to content
  • რეგისტრაცია

📢 მიმდინარეობს რეგისტრაცია ტრეიდერების ჰაბის აკადემიაში!

👉აკადემიის შესახებ სრული ინფორმაცია

🎯პროგრამა

🎯რეგისტრაცია

 

 

რეგისტრაცია ტრეიდერების ჰაბში დასრულებულია!

მადლობა მონაწილეობისთვის.

 

 

რა ახდენს გავლენას ფიუჩერსულ ფასებზე?


ფიუჩერსის ფასები, ისე როგორც ყველა ფასი ყალიბდება მოთხოვნითა და მიწოდებით, ჩვენს შემთხვევაში ფიუჩერსული კონტრაქტებზე მოთხოვნითა და მათი მიწოდებით, ხოლო ფასის ცვლილებას იწვევს ის ფაქტორები რომლებიც ცვლის მოთხოვნას და მიწოდებას.

ეს ფაქტორები ფიუჩერსების შემთხვევაში არის ბუნებრივი ციკლი, ბაზრის სფეციფიკური ფაქტორი, შუალედურ პროდუქტებზე არსებული ფასები და ეკონომიკური მაჩვენებლები.

ბუნებრივი ციკლი გავლენას ახდენს ფიუჩერსის ფასებზე წლის გარკვეულ პერიოდებში, რადგან ამ პერიოდში განსხვავებულია მოთხოვნა-მიწოდება. მაგალითად, მარცვლეულის მიწოდება ხდება წელიწადის რაღაც პერიოდში, მისი მიწოდება ამ პერიოდში გაზრდილია, აქედან გამომდინარე ფასი შემცირებულია. ხოლო მაგალითად ბუნებრივ აირზე მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნა გაზრდილია ზამთრის პერიოდში, ამიტომ მისი მომარაგება მიმწოდებლების მიერ ხდება აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომებრში, შესაბამისად მასზე მოთხოვნა  ამ პერიოდში გაზრდილია და ფასზეც ისახება.

სპეციფიკურ ფაქტორებში შეიძლება მოვიაზროთ ამინდი. მაგალითად: როდესაც ამინდის პროგნოზი მარცვლეულის მოყვანის პერიოდში კარგია, ის უზრუნველყოფს მის მიწოდებას, ხოლო ცუდი ამინდი გავლენას მოახდენს მიწოდებაზე და შემცირებული მიწოდება გამოიწვევს ფასის ზრდას.

რაც შეეხება შუალედურ პროდუქტებზე ფასებს, მაგალითად ბენზინის ფასი დიდადაა დამოკიდებული ნედლი ნავთობის ფასზე. თუ იზრდება ნედლი ნავთობის ფასი, იზრდება ბენზინის ფასიც. ასევე ეთანოლი და მარცვლეული, თუ იზრდება მარცვლეულის ფასი იზრდება ეთანოლის ფასიც.

რაც შეეხება ეკონომიკურ მაჩვენებლებს, მაგალითად ნედლი ნავთობის მარაგების რეპორტები გავლენას ახდენს ნედლი ნავთობის ფიუჩერსების ფასზე.

რგოლები ასახავს აგვისტო-სექტემბერში ბუნებრივი აირის ფიუჩერსების ფასს.

 

2046058323_futureprices.PNG.649feb08e87ea26405e791a14592bbf5.PNG

0 კომენტარები


რეკომენდირებული კომენტარები

ჯერჯერობით არ არის კომენტარები.

სტუმარი
Add a comment...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   მანამდე დაწერილი შინაარსი აღდგენილია..   წაშლა

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • ახლის შექმნა...