Jump to content
  • რეგისტრაცია

📢 მიმდინარეობს რეგისტრაცია ტრეიდერების ჰაბის აკადემიაში!

👉აკადემიის შესახებ სრული ინფორმაცია

🎯პროგრამა

🎯რეგისტრაცია

 

 

რეგისტრაცია ტრეიდერების ჰაბში დასრულებულია!

მადლობა მონაწილეობისთვის.

 

 

სალვადორში ბიტკოინი ოფიციალური ვალუტა გახდა (ანალიზი)


რეკომენდირებული პოსტები

მოგეხსენებათ, რომ გასულ თვეში ჩინეთმა აკრძალა კრიპტო ვალუტებით ტრანზაქციები ქვეყანაში, რაც ძალიან ცუდად აისახა სრულად ბირჟაზე. განსაკუთრებით ეს აკრძალვა სწორედ ბიტკოინზე და ეთერიუმზე აისახა, როგორც მოწინავე ვალუტებზე და შემდეგ მათზე დაშენებულმა ქოინებზე, რომლებიც საერთო ჯამში არც ისე კარგად გამოიყურებიან.

ამ ყველაფრის შემდეგ ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო სიახლე სწორედ სალვადორში მომხდარი სიახლე იყო, როცა პრეზიდენტმა ნაიბ ბუკელემ ოფიციალურად გახადა ქვეყნის ვალუტად ბიტკოინი. საინტერესო ფაქტი ის არის, რომ სალვადორში 30 -იდან  20 აქტიური ვულკანური მთაა და მათი ბლოკჩეინი სისტემა სწორედ ვულკანური გეოთერმული ენერგიის საშუალებით მოახდენენ ბიტკოინის მოპოვებას. ამ პროექტზე უკვე აქტიურად დაიწყო სალვადორმა მუშაობა.

ამ შესანიშნავი სიახლის შემდეგ ბირჟა გამოცოცხლა და რა თქმა უნდა ბიტკოინმა აღმასვლა დაიწყო, თუმცა ეს ყველაფერი 11 ივნისამდე გაგრძელდა, სადაც $38,200-ზე მეტი ვერ დაფიქსირდა უმაღლესი ფასი. დღეის მდგომარეობით კვლავ დათვების პოზიციისკენ მიიწევს ფასი ამ მომენტში კი $35,560 შეადგენს.

რა თქმა უნდა მთავარი კითხვა გაგვიჩნდა, რომ ჩინეთის შემდეგ და მოგვიანებით ასეთი დადებითი სიახლის შემდეგ რა ხდება ბიტკოინის თავს?!

პრობლემის ძიებას კვლავ რეგულატორებამდე მივყავართ იმის შესახებ, რომ მრავალი ქვეყანა აქტიურად იწყებს და განიხილავს კიდევ უფრო მკაცრ რეგულაციებს კრიპტო ვალუტების.

ყველაზე მძიმე დარტყმა გლობალური მარეგულირებლიდან  მოდის, რომლებსაც მოსთხოვეს ბანკებს, რომ უნდა გამოყონ საკმარისი კაპიტალი, რათა დაფარონ ზარალი "Bitcoin ჰოლდერების". ასეთი კომპანიების რიცხვი კი საკმარისზე ბევრია და ეს წინადადება მართლაც, რომ ცივი წყლის გადასხმა გამოვიდა ყველასთვის და მათ შორის თვით ბიტკოინისთვის. ჩნდება იმის შიშიც, რომ აღარ მოხდეს დიდი გამსასხებლების მხრიდან ამ ვალუტის გასხვისხება და პრაქტიკულად სრულ ქაოსშია მიმდინარე პროცესები მსოფლიოში.

ძალიან რთული პერიოდი ელოდება კრიპტო ბაზარს  და მარეგულირებლები არიან ის საზოგადოება, რომლებიც შეიძლება ითქვას ყოველდღე ებრძვიან ამ დეცენტრალიზირებულ სავალუტო ბირჟას. 


View full ჩანაწერი

Link to post
გააზიარე სხვა საიტებზე

შეუერთდით განხილვას

თქვენ შეგიძლიათ გახსნათ ახალი თემა და მოგვიანებით დარეგისტრირდეთ. თუ უკვე გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია , რომ გახსნათ თემა თქვენი ანგარიშით.

სტუმარი
თემაზე პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   მანამდე დაწერილი შინაარსი აღდგენილია..   წაშლა

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • ახლის შექმნა...