Jump to content
  • რეგისტრაცია

📢 მიმდინარეობს რეგისტრაცია ტრეიდერების ჰაბის აკადემიაში!

👉აკადემიის შესახებ სრული ინფორმაცია

🎯პროგრამა

🎯რეგისტრაცია

 

 

რეგისტრაცია ტრეიდერების ჰაბში დასრულებულია!

მადლობა მონაწილეობისთვის.

 

 

რონალდომ კოკა კოლა გაწია გვერდზე პოგბამ ჰეინიკენი ... რა ხდება ბირჟებზე?!


რეკომენდირებული პოსტები

გუშინ ევროპის ჩემპიონატზე უნგრეთი-პორტუგალიის თამაშის დაწყებამდე პორტუგალიის კაპიტანმა, პრესკონფერენციის მაგიდიდან 2 ბოთლი კოკა კოლა გვერდზე, მისგან ძალიან შორს გადადო და წყლის ბოთლით ხელში მოგვიწოდა, რომ კოკა კოლის ნაცვლად წყალი დავლიოთ. ბარემ თამაშსაც, რომ შევეხოთ 0-3 იმარჯვა პორტუგალიამ და რონალდომ 2 გოლი გაიტანა, რასაც მოყვა უკვე ტრადიციულად რეკორდების დამხობა.

რონალდოს ამ საქციელმა რა თქმა უნდა ბირჟამ შესაბამისად უპასუხა და კოკა კოლის აქციები წამიერად, მკვეთრად დაეცა და ჯამში 5 მილიარდი იზარალა კომპანიამ, რაც 1.6% ვარდნა შეადგინა. 

საქართველოს დროით 23:00 საათზე კი ჩანიშნული იყო ცენტრალური თამაში საფრანგეთი - გერმანიის და ამ შემთხვევაში პრესკონფერენციის მაგიდასთან  საფრანგეთის წარმომადგენელმა პოლ პოგმამ ჰეინიკენის ბოთლი საერთოდ იატაკზე დადო, თუმცა კოკა კოლის არცერთ ბოთლს. პოგბას ეს საქციელი მხოლოდ რელიგიით აიხსნა და სხვა არაფრით. ასევე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ პოგბა არ გახლავთ პირველი მუსლიმი სპორტსმენი, რომელმაც მსგავსი საქციელით დაგვამახსოვრა თავი, რადგან აუსტრალიელმა კრიკეტის მოთამაშემ ფავად აჰმედიმ გაცილებით ადრე გამოხატა იგივე რეაქცია ოღონდ  VB ლუდის მიმართ პრესკონფერენციის მაგიდაზე.

საფრანგეთმა ძალიან დაძაბულ თამაშში 1-0 იმარჯვა გერმანიასთან. 

სხვაობა ამ ორ ქმედება შორის ის არის, რომ კოკა კოლამ სოლიდურად იზარალა ხოლო ჰეინიკენის ფასი ჯერჯერობით მზარდ პოზიციაშია და ვნახოთ თუ აისახება პოგბას ეს ქმედება უახლოეს 24 საათში მათ ფასსზე. 


View full ჩანაწერი

Link to post
გააზიარე სხვა საიტებზე

შეუერთდით განხილვას

თქვენ შეგიძლიათ გახსნათ ახალი თემა და მოგვიანებით დარეგისტრირდეთ. თუ უკვე გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია , რომ გახსნათ თემა თქვენი ანგარიშით.

სტუმარი
თემაზე პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   მანამდე დაწერილი შინაარსი აღდგენილია..   წაშლა

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • ახლის შექმნა...