
Levi Strauss & Co.-ს კვარტალური შემოსავლების მოკლე ანალიზი.
საფონდო ბირჟა: NYSE (ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა)
სავაჭრო აბრევიატურა: LEVI
სექტორი: ტანსაცმლის წარმოება
Levi Strauss & Co აწარმოებს ტანსაცმლის პროდუქციას და მის მარკეტინგსა და გაყიდვას. კომპანია გთავაზობთ ჯინსებს, ყოველდღიურ შარვლებს, ტოპებს, შორტებს, მოკლე ქვედა ბოლოებს, ქურთუკებს, ფეხსაცმელს და მასთან დაკავშირებულ აქსესუარებს. იგი მოქმედებს შემდეგი გეოგრაფიული სეგმენტებით: ამერიკა, ევროპა და აზია. კომპანია დაარსდა ლევი შტრაუსის მიერ 1853 წელს და მისი სათაო ოფისი მდებარეობს სან ფრანცისკოში, კალიფორნია.
საბაზრო კაპიტალიზაცია (Market Cap): $7.64B
წინა კვარტალური შემოსავალი ერთ აქციაზე იყო $0.44, რომელიც გამოცხადდა 25 იანვარს ბაზრის დახურვის შემდეგ. კომპანიის საერთო კვარტალური შემოსავალი 1.642B შეადგინა. 26 იანვარს ბაზრის გახსნინსას აქციებზე ვაჭრობა დაიწყო $15.16-დან, ხოლო ბაზრის დახურვისას მისი ფასი $17,48-მდე გაიზარდა.
შემდეგი კვარტალური ანგარიში გამოქვეყნდება 3 აპრილს ბაზრის დახურვის შემდეგ.
ფინანსური ანალიტიკოსების მოლოდინებია: მოგება თითო აქციაზე (EPS – Earnings Per Share) $0.203 და კომპანიის ჯამური შემოსავალი (Revenue) $1,544B. ამჟამად ერთი აქციის ფასი $19,16 არის.
აღნიშნული ინფორმაცია არ არის საინვესტიციო რჩევა და მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის მატარებელია.