Netflix, Inc.-ის კვარტალური შემოსავლების მოკლე ანალიზი.
საფონდო ბირჟა: NASDAQ (ნასდაქის საფონდო ბირჟა)
სავაჭრო აბრევიატურა: NFLX
სექტორი: ტელეკომუნიკაციები, გასართობი
Netflix, Inc. მონაწილეობს გასართობი სერვისების მიწოდებაში. ის ასევე გთავაზობთ აქტივობებს დასასვენებლად, გასართობ ვიდეოებს, ვიდეო თამაშებს და გართობის სხვა წყაროებს. ის მოქმედებს შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო გეოგრაფიული სეგმენტების გავლით. კომპანია დააარსეს მარკ რენდოლფმა და ვილმოტ რიდ ჰასტინგსმა 1997 წლის 29 აგვისტოს და მისი სათაო ოფისი მდებარეობს ლოს გატოსში, კალიფორნია.
საბაზრო კაპიტალიზაცია (Market Cap): $267.70B
წინა კვარტალური შემოსავალი ერთ აქციაზე იყო $2.11, რომელიც გამოცხადდა 23 იანვარს ბაზრის დახურვის შემდეგ. კომპანიის საერთო კვარტალური შემოსავალი $8.833B შეადგინა. 23 იანვარს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის დახურვისას $491.09 იყო, ხოლო 24 იანვარს ბაზრის გახსნინსას აქციებზე ვაჭრობა დაიწყო $537.81-დან, ხოლო ბაზრის დახურვისას მისი ფასი $580-მდე გაიზარდა.
შემდეგი კვარტალური ანგარიში გამოქვეყნდება 18 აპრილს ბაზრის დახურვის შემდეგ.
ფინანსური ანალიტიკოსების მოლოდინებია: მოგება თითო აქციაზე (EPS – Earnings Per Share) $4.508 და კომპანიის ჯამური შემოსავალი (Revenue) $9.272B. ამჟამად ერთი აქციის ფასი $617 არის.
აღნიშნული ინფორმაცია არ არის საინვესტიციო რჩევა და მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის მატარებელია.
Tag:Earnings, netflix, აქციები, ტრეიდერებისჰაბი, ტრეიდინგი