www.tradershub.ge
Back

კრიპტო ტრეიდინგი ერთ თვიანი შეჯამება და ბალანსის 171.43% ზრდა. როგორ?!

კრიპტო ტრეიდინგი და უშუალოდ ეს ფინანსური ბაზარი გამოირჩევა მაღალ რისკიანობით, რომლის კონტროლი და ანალიზი სავსებით შესაძლებელია, თუმცა ამას სიღრმისეული ცოდნის გარდა თავის მხრივ დრო და გამოცდილება სჭირდება.

განსხვავებით სხვა კომპანიებისგან, რომლებიც სწავლას პირდებიან რეალურად არასოდეს აზიარებენ არა თუ მოგებულ თანხებს (შედეგებს) არამედ არც ის ჩანს დანამდვილებით არის თუ არა თუნდაც გაზიარებული შედეგები რეალურ ანგარიშზე?! რადგან როგორც ყველამ ვიცით პლატფორმებს აქვთ სიმულაციური თანხებზე ვაჭრობის საშუალებაც, რომელიც თავის მხრივ რეალურად სხვა რაღაცისთვის გამოიყენება იმის გარდა, რომ დამწყებმა ტრეიდერმა ივარჯიშო. ამასთან პლატფორმაზე რეგისტრაცია არ ნიშნავს, რომ იმ კომპანიაში მუშაობს ტრეიდერი, რასაც სამწუხაროდ ასევე კურსების გაყიდვების მიზნით იყენეენ.

ჩვენი ეს წამოწყება იქნება ის პასუხი თუ რას ვაკეთებთ იმის გარდა, რომ ვასწავლით და რამდენად მომგებიანია ეს ყოველივე.

ამ დარგში ყველაზე მნიშვნელოვანი სტაბილურონაა, რადგან ტრეიდინგში შეიძლება დამწყებ ადამიანსაც გაუმართლდეს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ მაგრამ არა ბევრჯერ. რის გამოც შემდეგ ჩნდება სკეპტიკური დამოკიდებულება ფინანსურ ბაზრების მიმართ ან სულაც გაიგივება ამ დარგის კაზინოსთან და მსგავსი ტიპის გასართობ სერვისებთან თუ სისტემებთან.

გიზიარებთ ინფორმაციას, რომელიც Binance-ზე ვაჭრობის შედეგია და მის მოკლე ანალიზს. როგორც ფოტოზე ხედავთ წარმოდგენილი ვაჭრობა 1 თვე მიმდინარეობდა 2023 წლის 11 აპრილიდან – 10 მაისის ჩათვლით.

ვაჭრობის ხანგრძლივობა: 1 თვე

მოგების კოეფიციენტი: 80 %

რამდენად კარგი შედეგია 171.43% -იანი ზრდა ბალანსის?

ტრეიდინგი ძალიან იდენტურია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, სადაც გვაქვს ჩვენს მიერ შედგენილი სავაჭრო დღიური და გეგმა, რომელსაც მაქსიმალური სიზუსტით მივყვებით. ამ 1 თვიანი ვაჭრობის შედეგი იყო პირველ რიგში სტაბილურობის ჩვენება, დაბალრისკიანობა და უბრალოდ იმაზე მეტის მოგება/შემოსავალი ვიდრე ნებისმიერი სამსახური ამას შემოგვთავაზებდა.

თუ ჩვენ გვსურს, რომ ეს ყველაფერი ვაქციოთ, როგორც ბიზნესად, შემოსავლის წყაროდ არ უნდა ვიყოთ მაღალ რისკიანები და როგორც კლასიკური სამსახურში შეიძლება მივიღოთ ყოველ თვე ხელფასი იმ დონეზე უნდა დავიყვანოთ ჩვენი ვაჭრობის შედეგები.

დიახ, რა თქმა უნდა უფრო მეტი პროცენტის მოგებაც შეიძლებოდა, მაგრამ მეტი პროცენტის მოგება მაღალ რისკსაც გულისხმობს და ასევე დიდ დანაკარგს (ან მოგებას). ეს არის სავაჭრო დღიურის არსი, რისი სწავლაც და შედგენაც სავსებით შესაძლებელია და რეალურად ამას მაქსიმალურად ვახდენთ კურსების დროსაც.

 

Binance საინტერესო პლატფორმაა იმით, რომ როცა Binance Futures-ზე ვახდენთ აქტიურ ვაჭრობას მას შეუძლია ჩვენი ყოველი ქმედება სწორად შეაფასოს და გვითხრას თუ როგორი ტიპის ტრეიდერები ვართ.

როგორც ხედავ ამ შემთხვევაში ბაინანსმა 30 დღიანი ვაჭრობის ბოლოს გამოიტანა დასკვნა, რომ Conservative Trader- კონსერვატიული ტრეიდერის შედეგია ის, რაც ზემოთ ვისაუბრეთ. კონსერვატიულობა ტრეიდინგში გულისხმობს სწორედ დაბალრისკიანობას და სტაბილურობას, რომლის მიზანიც სწორედ ეს იყო, რომ გვეჩვენებინა რეალურად თუ როგორ შეიძლება ეს ყველაფერი გამოიყურებოდეს, თუმცა ამის გამეორებასა და სწავლას რა თქმა უნდა დრო აუცილებლად სჭირდება.

არასოდეს ვუქმნით ილუზიას სხვებისგან განსხვავებით, რომ მოკლე დროში ისწავლის ადამიანი საქმეს, რომელსაც წლებია მივყვებით პროფესიონალურ დონეზე და კვლავ სწავლა-განათლებაში ვართ და ვცდილობთ საუკეთესო პრაქტიკები უკვე თქვენ მსმენელებს გაგიზიაროთ.

ამ მოკლე ბლოგის იდეა და მოტივაციაც ის იყო, რომ გამოვიტანოთ ყველაფერი სააშკარაოზე და თავად შეაფასოთ თუ რამდენად შესაძლებელია ამ შედეგის თქვენი მხრიდან გამეორება.

თუ გამოგვყვებით ამ შედეგს აუცილებლად გაიმეორებთ!

 

 

Facebook კომენტარები