აუდიენცია
- საფონდო ბირჟა
- აქციები
- ტრეიდინგი
- ინვესტიციები
www.tradershub.ge
პირველად ! ტრეიდინგის მეორე დონე, რომელიც მოიცავს უფრო მეტ სიღრმისეულ დეტალებს, როგორიც არის ფუნდამენტალური ანალიზი და ტექნიკური ანალიზი. ფუნდამენტალურ ანალიზში მონაწილეები შეისწავლიან თუ როგორ უნდა გამოიყენონ ეკონომიკური კალენდარი, კორელაციები სხვადასხვა წყვილებს შორის და მათი პრაქტიკული ტესტირებები და დავალებები. ამასთან მონაწილეებს უფრო მეტი პრაქტიკული დატვირთვა ექნებათ ვიდრე ეს წინამორბედი კურსები იყო, შესაბამისად აუცილებელია, რომ მონაწილეს მინიმუმ ჩვენი 1 კურსი, მაინც ჰქონდეს გავლილი, რომ კარგად გაერკვიოს ამ უფრო მაღალი დონის კურსის სწავლაში.
ტექნიკურ ანალიზში ისწავლება კლასიკური ინდიკაროების გარდა მნიშვნელოვანი და პრაქტიკაში უშუალოდ გამოყენებული ინდიკატორები, რომელთა პრაქტიკული გამოყენების სწავლა მოხდება ტრეიდერების ჰაბის ფონდის ოთახში, როდესაც მონაწილეები მოახდენენ LIVE ბაზარზე დაკვირვებასა და სხვადასხვა პარალელურად შესაბამისი ტექნიკური ინდიკატორებით ბაზარზე სწორ შესვლისა და გამოსვლის წერტილების დაფიქსირებას. უფრო მეტი და კონკრეტული დეტალები კურსის სილაბუსში იქნება მოწებული.
რატი ქირია – ტრეიდერების ჰაბის დამფუძნებელი და კურსის ხელმძღვანელი.
სალამი, მე რატი ქირია ვარ, ტრეიდერების ჰაბის დამფუძნებელი: მაქვს 10 წლიანი გამოცდილება ინვესტიციებსა და ტრეიდინგში. დავამთავრე სტირლინგის უნივერსიტეტი დიდ ბრიტანეთში პროფესიონალური დონის ტრეიდინგის კურსი გავიარე Amlifay Trading – ში, ბრიტანეთის უმსხვილეს კომპანიაში, რომელიც ახორციელებს კადრების
გადამზადებას მსოფლიოს წამყვანი ბანკებისათვის. ამავე კომპანიის მიერ ორგანიზებულ 2018 წლის ჩემპიონატში მოვხვდი TOP 10 საუკეთესო ტრეიდერს შორის. გარდა ამისა ერთ-ერთ უმსხვილეს ფინურ IT ფინანსური პროგრამირების კომპანიაში დავიწყე მუშაობა Data Partner-ში, როგორც საქართველოს
წარმომადგენელმა. საქართველოში დაბრუნებისთანავე, მსურდა, რომ ტრეიდინგის განსხვავებული მიდგომები გამეზიარებინა საზოგადოებისთვის. ამის შესაძლებლობა, დრო სწორედ კოვიდ პანდემიის პერიოდში მომეცა და
ჩამოვაყალიბე პირველი ფინანსური პლატფორმა. ტრეიდერების ჰაბის აკადემია ეს არის სრულფასოვანი შესაძლებლობა, რომ დაინტერესებული პირები დაეუფლონ ტრეიდერობის აქტუალურ პროფესიას და მათი რისკების
გათვალისწინებით, მიიღონ მზარდი შემოსავალი სახლიდან გაუსვლელად.
2023 წელს გავხდი საერთაშორისო არაბული ტრეიდინგ ჩემპიონატის გამარჯვებული საქართველოდან.
დავით ღაღანიძე – ტრეიდერების ჰაბის მენტორი-ტრეიდერი.
გამარჯობა, მე ვარ დავით ღაღანიძე – საქართველოში ფასიანი ქაღალდების სფეროში 2000 წლიდან ვმოღვაწეობ.
მქონდა გახსნილი საბროკერო კომპანია “თბილინტერკაპიტალი”, რომელიც იყო საქართველოს საფონდო ბირჟის წევრი და 2012 წლამდე ვმართავდი ამ კომპანიას, ასევე ვიყავი საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. დღემდე ვვაჭრობ უცხოეთის საფონდო და სავალუტო ბაზრებზე, კერძოდ აშშ-ს
საფონდო ბაზარზე და საერთაშორისო სავალუტო Forex – ის ბაზარზე, ასევე მაქვს
ოფციონებით ვაჭრობის გამოცდილება. კაპიტალის ბაზრის ტექნიკურ და ფუნდამენტურ ანალიზს 2013-2018 წწ
ვასწავლიდი ქართულ-ამერიკულ (GAU) და კავკასიის საერთაშორისო (CIU) უნივერსიტეტებში.
კვირაში 2 შეხვედრა 19:00 საათიდან/ჯამში 20 საათი.
15% -ფასდაკლება ვრცელდება სტუდენტებზე, შშმ პირებზე და სკოლის მოსწავლეებზე.
კურსი შეიქმნა ტრეიდერების ჰაბის კვლევების შედეგებიდან, როდესაც გამოიხატა, რომ ფინანსური ინგლისურის ცოდნა ერთ-ერთი მოთხოვნადი და საინტერესო მიმართულებაა ინგლისურით დაინტერსებული მსმენელთათვის.
კურსი მოიცავს სკოლის მოსწავლეებისთვის ფინანსური ბაზრების შესახებ ძალიან საბაზისო და მნიშვნელოვანი ელემენტების გაზიარებას არაფორმალური სწავლების მეთოდოლოგიის გამოყენებით
კურსი მოიცავს ფუნდამენტალურ და ტექნიკურ ანალიზს. კურსი მოიცავს პრაქტიკულ დავალებებს. სრული სილაბუსის სანახავ გახსენით პროგრამის ბმული.