კრიპტო საბაზისო კურსის აღწერა
კურსის მიზანია აკადემიის მონაწილეებს მიეწოდოთ ღირებული ინფორმაცია, კრიპტო ბაზრებთან მიმართებით, რითაც ეტაპობრივად შეძლებენ ფინანსების ახალი დარგის ეფექტურ შესწავლას.
საბაზისო კურსის განმავლობაში მოხდება დეტალური სწავლება ტექნოლოგიის, რომელიც დაარსების დღიდან დღემდე განვითარების სხვადასხვა ეტაპზე იმყოფება.
სწავლება მოიცავს, როგორც ფუნდამენტალურ ასევე ტექნიკური ანალიზის შესავალ ნაწილს, რა დროსაც კურსის მონაწილეები შეძლებენ დაეუფლონ სხვადასხვა სავაჭრო სტრატეგიებსა და ტექნიკებს.
ვისთვის არის ეს კურსი:
დამწყები კრიპტო ტრეიდერებისთვის, რომლებსაც სურთ საბაზისო ეტაპიდან სწავლა და განვითარება.
კურსის შედეგი:
კურსის დასრულების შემდეგ დამწყები ტრეიდერები მზად იქნებიან, რომ ეტაპობრივად ტრენერების რეკომენდაციებისა და რჩევების გათვალისწინებით მოახდინონ პირველ ეტაპზე პრაქტიკული, სიმულაციური ვაჭრობის დაწყება, რათა დააგროვონ პრაქტიკული გამოცდილება, რის შემდეგაც შესაძლებლობა ექნებათ, რომ მოახდინონ რეალურ დროში დაბალ რისკიანი ვაჭრობის განხორციელება კრიპტო ბაზრებზე.
კურს გაუძღვებაიან:
რატი ქირია – ტრეიდერების ჰაბის დამფუძნებელი და კურსის ხელმძღვანელი.
სალამი, მე რატი ქირია ვარ, ტრეიდერების ჰაბის დამფუძნებელი: მაქვს 8 წლიანი გამოცდილება ინვესტიციებსა და ტრეიდინგში.. დავამთავრე სტირლინგის უნივერსიტეტი დიდ ბრიტანეთში პროფესიონალური დონის ტრეიდინგის კურსი გავიარე Amlify Trading – ში, ბრიტანეთის უმსხვილეს კომპანიაში, რომელიც ახორციელებს კადრების
გადამზადებას მსოფლიოს წამყვანი ბანკებისათვის. ამავე კომპანიის მიერ ორგანიზებულ 2018 წლის ჩემპიონატში მოვხვდი TOP 10 საუკეთესო ტრეიდერს შორის. გარდა ამისა ერთ-ერთ უმსხვილეს ფინურ IT ფინანსური პროგრამირების კომპანიაში დავიწყე მუშაობა Data Partner-ში, როგორც საქართველოს წარმომადგენელმა. საქართველოში დაბრუნებისთანავე, მსურდა, რომ ტრეიდინგის განსხვავებული მიდგომები გამეზიარებინა საზოგადოებისთვის. ამის შესაძლებლობა, დრო სწორედ კოვიდ პანდემიის პერიოდში მომეცა და ჩამოვაყალიბე პირველი ფინანსური პლატფორმა. ტრეიდერების ჰაბის აკადემია ეს არის სრულფასოვანი შესაძლებლობა, რომ დაინტერესებული პირები დაეუფლონ ტრეიდერობის აქტუალურ პროფესიას და მათი რისკების
გათვალისწინებით, მიიღონ მზარდი შემოსავალი სახლიდან გაუსვლელად.
დავით ღაღანიძე – ტრეიდერების ჰაბის მენტორი-ტრეიდერი.
გამარჯობა, მე ვარ დავით ღაღანიძე – საქართველოში ფასიანი ქაღალდების სფეროში 2000 წლიდან ვმოღვაწეობ.
მქონდა გახსნილი საბროკერო კომპანია “თბილინტერკაპიტალი”, რომელიც იყო საქართველოს საფონდო ბირჟის წევრი და 2012 წლამდე ვმართავდი ამ კომპანიას, ასევე ვიყავი საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. დღემდე ვვაჭრობ უცხოეთის საფონდო და სავალუტო ბაზრებზე, კერძოდ აშშ-ს
საფონდო ბაზარზე და საერთაშორისო სავალუტო Forex – ის ბაზარზე, ასევე მაქვს
ოფციონებით ვაჭრობის გამოცდილება. კაპიტალის ბაზრის ტექნიკურ და ფუნდამენტურ ანალიზს 2013-2018 წწ ვასწავლიდი ქართულ-ამერიკულ (GAU) და კავკაციის საერთაშორისო (CIU) უნივერსიტეტებში.
თამარ კვანტალიანი – ტრეიდერების ჰაბი, მენტორი-ტრენერი
სალამი, მე ვარ თამარ კვანტალიანი, ტრეიდერების ჰაბის მენტორი.მაქვს გამოცდილება ფასიანი ქაღალდების მიმართულებით, ასევე ვუძღვები ინვესტიციების კურსს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. აღნიშნულ წამოწყებაში ჩემი ჩართულობის მიზანი საქართველოში ფინანსური განათლების საკითხებით დაინტერესების ზრდა და ინვესტირების სფეროს პოლულარიზაციაა. კურსი მონაწილეებს საშუალებას მისცემს, გამოიმუშაონ ფინანსური ანალიტიკოსისთვის საჭირო ცოდნა და უნარები, ასევე მიიღონ დამატებითი შემოსავალი, როგორც ინდივიდუალურმა ინვესტორებმა.
კოსტა წულაძე- ტრეიდერების ჰაბი, მენტორი – ტრეიდერი
სალამი, მე კონსტანტინე წულაძე ვარ, Traders’ Hub-ის მენტორი.მაქვს გამოცდილება ინვესტიციებისა და ტრეიდინგის მიმართულებით. მივიღე ევროპული განათლება მაკროეკონომიკის კუთხით. ამჟამად ვმუშაობ ერთ-ერთ ფონდში მმართველი პარტნიორის პოზიციაზე. აღნიშნულ წამოწყებაში ჩემი ჩართულობის მიზანი საქართველოში თემის სწორად წარმოჩენა და პოპულარიზაციაა. ტრეიდერების ჰაბში ჩემი მიმართულებაა არასაბირჟო ანუ Forex ბაზარი და მაკროეკონომიკური სტატიები აქტუალურ თემებზე.კურსი მონაწილეებს საშუალებას მისცემს, უფრო ახლოს გაიცნონ ფინანსური ბაზარი და ტრეიდერის ყოველდღიურობა.პირველ ეტაპზე, არ დაკარგონ ინვესტირებული თანხა, შემდეგ კი აქციონ ეს საქმე პასიური შემოსავლის წყაროდ.
კვირაში 2 შეხვედრა 19:00 საათიდან/ჯამში 20 საათი.
15% -ფასდაკლება ვრცელდება სტუდენტებზე, შშმ პირებზე და სკოლის მოსწავლეებზე.
კურსი მიმდინარეობს, როგორც Online, ასევე ფიზიკურად.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.