ფინანსური განათლება ბავშვებს
კურსის მიზანია აკადემიის მონაწილე სკოლის მოსწავლეებს ფინანსური განათლების სწორი ელემენტების მიწოდებაა. სკოლაში ბავშვები ბევრ საინტერესო საგნებს გადიან, თუმცა ისინი არ ღებულობენ შესაბამის ინფორმაციას თუ რა ხდება ფინანსურ ბაზარზე ის, რომ მათი საყვარელი მულტფილმები და თამაშების შემქმენელები როგორ გამოიმუშავებენ ფულს ამ ყველაფრისგან.
ფინანსური განათლება საბავშვო 9 წლის ასაკიდან მიმდინარეობს ჩვენს აკადემიაში შესაბამისი ჯგუფების მიხედვით ხოლო სასწავლო მოდული სრულად ეფუძნება იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც უკვე არსებობს წამყვან მსოფლიო სკოლებში.
ცნობისთვის ფინანსური განათლების შესახებ კლასები სკოლებში ამ ეტაპზე მიმდინარეობს შემდეგ ქვეყნებში, როგორებიც არიან: დანია, ნორვეგია, შვედეთი, კანადა, ისრაელი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ნიდერლანდები, ავსტრალია, ფინეთი და აშშ.
ჩვენი პროექტის დანერგვით და იდენტური მეთოდოლოგიების გამოყენებით გვსურს, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეებსაც ჰქონდეთ სრული ინფორმაცია თუ რა ხდება ფინანსურ ბაზრებზე და როგორ შეიძლება მომავალში სულაც ამ მიმართულებით ინტერესის გაღრმავება და განვითარება.
სწავლების მეთოდოლოგია არაფორმალური განათლების ელემენტებს შეიცავს, რაც გულისხმობს სხვადასხვა მხიარულ, საზრიან, ანალიტიკურ აქტივობებს, როგორიც არის სპეციალური სიმულაციური თამაშების განხილვა და მათი სწავლა/პრაქტიკაში გამოხატვა.
სილაბუსის აღწერა იხილეთ ხშირად დასმული კითხვების განყოფილებაში.
კურსს გაუძღვებიან:
რატი ქირია – ტრეიდერების ჰაბის დამფუძნებელი და კურსის ხელმძღვანელი.
სალამი, მე რატი ქირია ვარ, ტრეიდერების ჰაბის დამფუძნებელი: მაქვს 8 წლიანი გამოცდილება ინვესტიციებსა და ტრეიდინგში.. დავამთავრე სტირლინგის უნივერსიტეტი დიდ ბრიტანეთში პროფესიონალური დონის ტრეიდინგის კურსი გავიარე Amlifay Trading – ში, ბრიტანეთის უმსხვილეს კომპანიაში, რომელიც ახორციელებს კადრების
გადამზადებას მსოფლიოს წამყვანი ბანკებისათვის. ამავე კომპანიის მიერ ორგანიზებულ 2018 წლის ჩემპიონატში მოვხვდი TOP 10 საუკეთესო ტრეიდერს შორის. გარდა ამისა ერთ-ერთ უმსხვილეს ფინურ IT ფინანსური პროგრამირების კომპანიაში დავიწყე მუშაობა Data Partner-ში, როგორც საქართველოს
წარმომადგენელმა. საქართველოში დაბრუნებისთანავე, მსურდა, რომ ტრეიდინგის განსხვავებული მიდგომები გამეზიარებინა საზოგადოებისთვის. ამის შესაძლებლობა, დრო სწორედ კოვიდ პანდემიის პერიოდში მომეცა და
ჩამოვაყალიბე პირველი ფინანსური პლატფორმა. ტრეიდერების ჰაბის აკადემია ეს არის სრულფასოვანი შესაძლებლობა, რომ დაინტერესებული პირები დაეუფლონ ტრეიდერობის აქტუალურ პროფესიას და მათი რისკების
გათვალისწინებით, მიიღონ მზარდი შემოსავალი სახლიდან გაუსვლელად.
ლაშა მელიქიშვილი – ტრეიდერების ჰაბის მენტორი – ტრეიდერი.
გამარჯობა მე ლაშა მელიქიშვილი ვარ ამ დარგშის სწავლა რამდენიმე წლის წინ დავიწყე და შემდომ მისი დაგვირგვინება და სწორი გზით განვითარება ტრეიდერების ჰაბში მოვახდინე, სადაც უკვე გუნდის წევრი ვარ და ვახდენ სხვადასხვა ანალიტიკური ინფორმაციების დამუშავებასა და გამოქვეყნებას. მოქმედი ტრეიდერი და ვფიქრობ საინტერესო გამოცდილებით მოვახდენთ სკოლის მოსწავლეებთან საინტერესო თემატიკებზე საუბარსა და აქტივობების განხორციელებას. ამ ეტაპზე დაკავებული ვარ მოცულობითი ვაჭრობის მიმართულებით, რაც ნიშნავს სხვადასხვა კომპანიების ფონდის ფინანსური ანგარიშების მართვა.
კვირაში 2 შეხვედრა 16:00 საათიდან/ჯამში 20 საათი.
კურსის მახასიათებლები
- ლექციები 0
- დავალებები 0
- დასაწყისი 8 ნოემბერს
- დონე დამწყები
- მონაწილე 15
- სერტიფიკატი გაიცემა
აუდიენცია
- საფონდო ბირჟა
- აქციები
- ტრეიდინგი
- ინვესტიციები