www.tradershub.ge
Back

IPO და New York-ის საფონდო ბირჟაზე კომპანიის მოხვედრა

როგორც IPO-ს შესახებ წინა სტატიაში აღვნიშნეთ,იმისათვის ,რომ კომპანიის აქციები ივაჭრებოდეს საფონდო ბირჟებზე (როგორიცაა NASDAQ,NYSE,LONDON STOCK EXCHANGE) აუცილებელია IPO პროცესის გავლა, რომელშიც კომპანიები დახმარებას სთხოვენ გამოცდილ ფინანსურ ინსტიტუტს, მაგალითად როგორიცაა საინვესტიციო ბანკი (მაგალითად, Goldman Sachs, JPMorgan Chase და ა.შ.,რომელთა შესახებაც ალბათ გსმენიათ). საინვესტიციო ბანკმა შესაძლოა კომპანიისთვის გარანტია უზრუნველყოს. ეს შეიძლება იყოს firm commitment,რომლის დროსაც ბანკი აქციების გარკვეული პროცენტის გაყიდვის გარანტიას იძლევა ან best-efforts commitment, რომლის დროსაც გაყიდის იმდენს,რამდენიც შეუძლია.
როგორც ადრე აღვნიშნეთ, ბირჟაზე მოხვედრისთვის კომპანიამ რეგულატორთან რეგისტრაცია უნდა გაიაროს. ამისთვის უნდა წარადგინოს პროსპექტუსი,სადაც დეტალურადაა გაწერილი მენეჯმენტის ისტორია, ლეგალური საკითხები,რა მიზნისთვის იქნება გამოყენებული მიღებული შემოსავალი და სხვა. რეგულატორი აკეთებს სარეგისტრაციო განაცხადს,რომლისთვისაც საჭიროა ,,red-herring’’ პროსპექტუსი. ,,red-herring’’ პროსპექტუსი,ესაა ფასის და მოცულობის გარეშე გაწერილი პროსპექტუსი (შეგვიძლია ვუწოდოთ საწყისი პროსპექტუსი). უშუალოდ ბირჟაზე განაცხადის გაკეთებისთვის საჭიროა სრული პროსპექტუსი.
ახლა კი განვიხილოთ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე მოხვედრის მაგალითი.
თვითონ ბირჟაზე მოხვედრისთვის კომპანიამ შემდეგი ნაბიჯები უნდა გაიაროს:
თავდაპირველად უნდა აარჩიოთ ბაზარი. NYSE ეს არის საშუალო და დიდი კაპიტალიზაციის მქონე კომპანიებისთვის, ასევე არსებობს NYSE American მცირე კაპიტალიზაციის მქონე ფირმებისთვის და ასე შემდეგ. ასევე არსებობს NYSE acra.
აუცილებელია კომპანიამ აიჩიოს ticker symbol,რომელიც შედგება 4 სიმბოლოსგან.ის ყველა კომპანიისთვის უნიკალურია. მის მისაღებად კომპანია ავსებს შემდეგ ინფორმაციას(იხილეთ ლინკი):
შემდეგ უკვე კეთდება განაცხადი,მისი ფორმა შესაძლოა იხილოთ ლინკზე:
განაცხადისას ხდება სხვადასხვა ინფორმაციის მითითება,რომელიც მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.ნიუ-იორკის საფონდო ბორჟაზე ეს მოთხოვნებია: მინიმუმ 400 აქციონერის არსებობა,მინიმუმ 1.1 მლნ საჯაროდ ვაჭრობადი აქცია ,რომელთა საბაზრო ღირებულება მინიმუმ 40 $მლნ-ია.
ასევე არის შემოსავლის მოთხოვნებიც.ასეთია 10 $ მლნ დაბეგვრამდე შემოსავალი წინა 3 წლის განმავლობაში,აქედან მინიმუმ 2-2$ მლნ წინა 2 წლის განმავლობაში.
თავდაპირველად კომპანიის ბირჟაზე ლისტინგისთვის(შემდგომშიც, ტერმინ ,,ლისტინგს’’ გამოვიყენებთ საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების განთავსებისთვის) ეს მოთხოვნები გამოიყურება შემდეგნაირად:
სხვა მოთხოვნებია არაამერიკული კომპანიებისთვის:
იმისათვის,რომ პროცესი დაიძრას კომპანია ავსებს განაცხადს ყველა მოთხოვნის დაცვით და დოკომენტაციის უზრუნველყოფით.ბირჟა ითხოვს წერილს საინვესტიციო ბანკისგან რომ ის ნამდვილად ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.
შემდეგი ეტაპია შევარჩიოთ ბაზრის შემქმნელი (Designated market-maker),რომელიც დაგვეხმარება ფასის განთავსებაში (ქვოტირება),გაგვიმარტივებს ყიდვა-გაყიდვის ტრანზაქციებს.ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა კომპანიებს სთავაზობს მათ ჩამონათვალს და აძლევს რეკომენდაციას მათ შერჩევასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება უშუალოდ ვაჭრობაში ჩართვას, კომპანიის ვაჭრობაში ჩართვა ლისტინგიდან 4-6 კვირის შემდეგ არის შესაძლებელი. არ დაგვავიწყდეს,რომ ბირჟაზე მოხვედრისთვის, შემდეგ წლიური ლისტინგისთვის კომპანიები ბირჟას უხდიან გარკვეულ ფიქსირებულ საკომისიოს,ასევე საკომისიო,რომლის ვარირება ხდება გაყიდვების და სხვათა მიხედვით.
Facebook კომენტარები