Simple Moving Average (ჩვეულებრივი moving average) არის ტექნიკური ინდიკატორი, რომელიც გვიჩვენებს ფასების ტრენდს გარკვეული პერიოდის განმავლობაში(თუ ჩვენ დავაყენებთ ამ ინდიკატორს 20 დღიან დროით პერიოდზე,ის გვიჩვენებს 20 დღის განმავლობაში ფასების ტრენდს).ფასების ტრენდში ვგულისხმობთ ფასების მერყეობის მოსწორებას,რათა ამ ტრენდმა ჩვენ ფასების მიმართულების შესახებ ზოგადი ინფორმაცია მოგვცეს(ანუ ის გამორიცხავს ფასების მერყეობებს,რათა ზოგადი ტრენდი დავინახოთ).
ის ეხმარება ინვესტორს გაიგოს როდის იყიდოს,გაყიდოს ან ფლობაში დაიტოვოს ინსტრუმენტი.მაგალითად ,სურათზე ჩვენ მოცემული გვაქვს ჩვეულებრივი moving average ჩვენ ვხედავთ რომ ის გვეხმარება განვსაზღვროთ ყიდვის და გაყიდვის წერტილები.როცა ის სანთლებს ჩამოცდება ანუ მათ ქვემოთაა ნიშნავს,რომ ყიდვის მიმართულებით უნდა შევიდეთ,რადგან ზოგადი ტრენდი არის აღმავალი როდესაც არის სანთლების ზემოთ,ჩვენ გვაქვს გაყიდვის წერტილი,რადგან ტრენდი ხდება დაღმავალი.
შესაბამისი დღის Moving average გამოიანგარიშება შესაბამის დროის პერიოდში ფასების შეკრებით და გაყოფით დღეების რაოდენობაზე,მაგალითად თუ გვაქვს 50 დღიანი moving average წინა 50 დღის ფასები (დღეის ჩათვლით) შეიკრიბება და გაიყოფა 50-ზე.შემდეგი დღის moving average გამოანგარიშებისას უკვე ისევ წინა 50 დღის ფასები შეიკრიბება და გაიყოფა 50-ზე და ა.შ( ანუ ამოვარდება სულ პირველი დღის ფასი და დღევანდელი დაემატება).
მოკლევადიანი ,მაგალითად 20 დღიანი moving average-ის უარყოფითი ნაწილია ის,რომ შესაძლოა მოკლევადიან პერიოდში მე მქონდეს ბევრი buy და sell სიგნალი და რთული იყოს ანალიზისთვის. 50 დღიანი იქნება უფრო მეტად რყევებისგან დაცლილი და უფრო ნაკლები buy და sell სიგნალებით. 200 დღიანი კი სულ უფრო ნაკლებ რყევებს გვიჩვენებს.
ახლა გადავიდეთ Weighted Moving Average-ზე და რატომ არის ის უფრო კარგი ვიდრე Simple MA.ჩვეულებრივი MA-ის დროს ყველა დღეს მინიჭებული აქვს თანაბარი წონა..შეიძლება ფასში მომხდარი ცვლილება მოგვიანებით აისახოს. ამის საპასუხოდ თუ უახლოეს პერიოდს,ანუ უახლოეს დღეებს მეტ წონას მივანიჭებთ,მაშინ ფასსში მომხდარი ცვლილება MA-ით უფრო მალე აისახება. ამას გამოხატავს სწორედ Weighted MA და Exponential MA.