ეს თეორია ვითომ მარტივად გამოიყურება, მაგრამ აუცილებელია მისი არსის განმარტება, რადგან ხშირ შემთხვევაში უმრავლესობა ტრეიდერების ამ ტიპის პორტფოლიოს ინტუიციურად აკეთებენ, მაშინ ამ ყოველივეს ჰარი მარკოევიცმა ჩაუყარა საფუძველი 50 იან წლებში.
ორიოდე სიტყვით, რომ გითხრათ ბატონ ჰარიზე ეს ადამიანი ამერიკელი ეკონომიკსტია, რომელმაც პირველად შექმნა ამ ტიპის იდეა თეორიის სახით და სწორედ დღეს გამოყენებული დივერსიფიკაციის მოდელი მასზე დაშენებულებად მეჩვენება ანუ მექანიკურად მის იდეაზე აგებული სისტემა.
ამ თეორიის მთავარი არსი არის ის, რომ თეორია სტრატეგიის დასაბუთებლად რამდენიმე სტატისტიკურ მაჩვენებელს იყენებს.
ესენია:
- აქტივის შემოსავლიანობის სტანდარტული გადახრის კვადრატი ანუ დისპერსია.
- ფასიანი ქაღალდების წყვილის შემოსავლიანობის ან ფასიანი ქაღალდის და მთლიანი ბაზრის უკუგების კორელაცია.
პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ ეს ყოველივე დღევანდელობაში სხვადასხვა მათემატიკური ცვლადებით გვევლინება საფონდო ბირჟაზე და შესაბამისად მთავარი არსია, რომ ვიცოდეთ ამ მონაცემების მნიშვნელობა, ანუ კალამი და ფურცლის გამოყენება აღარ გვჭირდება ამ საუკუნეში, რომ ეს ყოველივე გამოვთვალოთ.
როცა კომპანიის მონაცემებს ვუყურებთ საიტზე აუცილებლად შევამჩნევთ ბეტა ფაქტორს, რომელიც პროცენტულობით გამოისახება შესაბამისად შეგვიძლია მარტივად დავასკვნათ და დავიმახსოვროთ, რომ თუ ბეტა ფაქტორი 0.9% გვაქვს ეს ნიშნავს, რომ ფასიანი ქაღალდების კურსების რყევა 90%-ით აისახება მთლიანად ბაზარზე მომხდარი ცვლილებებით შესაბამისად ამით დასკვნაც გამოგვაქვს, რომ ეს კომპანია უფრო მეტად ლიკვიდურია ვიდრე სხვა კომპანია, რომელსაც ბეტა ფაქტორი შეიძლება უფრო ნაკლები ქონდეს. ამიტომ ვიანგარიშოთ, რომ მინიმუმ 0.9% ეს ნამდვილად კარგი მაჩვენებელია აქციაზე და თუ მეტია ეს კიდევ უფრო აქტუალურ და პოპულარულ აქციაზე მიგვითითებს.
და ბოლოს კორელაცია, რომ განვმარტოთ და მისი არსი ვიგულისხმოთ კორელაცია აქტივის შემოსავლიანობასა და საშუალო საბაზო შემოსავლიანობის შორის ეს სწორედ ის სტატისტიკური დამოკიდებულების შეფასებაა, საიდანაც გამოვიტანთ მხოლოდ ორ დასკვნას. დადებითია თუ უარყოფითი ეს კორელაცია?
თუ კორელაციის ინდექსი დადებითია ნიშნავს, რომ გვაქვს ჩვენ ორ მწკრივს შორის ურთირეთკავშირი და შეგვიძლია დასკვნის გაკეთება და თუ ეს კორელაცია უარყოფითია მაშინ ვერ დავიჭერთ ამ ურთიერთკავშირს.
შეიძლება არა ფინანსისტებისთვის ეს ყველაფერი ცოტა რთულად ჟღერს, მაგრამ საამისოდ შევეცდები, რომ სწორი მაგალითიც მოვიყვანო, რომ ნათელი იყოს ამ სტატისტიკური მაჩვენებლების არსი. ამისთვის კი აუცილებელია ტრადიციული პორტფოლიოს გაანალიზებაც და შემდგომ მათი შედარება, რომელსაც შემდეგ სტატიაში აუცილებლად გაგაცნობთ.
Facebook კომენტარები