ბრძანებები ჩვენ საშუალებას გვაძლევს ან დაუყონებლივ შევიძინოთ ან გავყიდოთ ფინანსური ინსტრუმენტი და ასევე დაველოდოთ ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს.
როდესაც ვაყენებ ბრძანებას,მე შემიძლია ბაზარზე:
1)დავიწყო ვაჭრობა როცა ბაზარზე სიტუაცია ჩემს სასარგებლოდ მიდის
2)ავიღო მოგება როდესაც ის გარკვეულ დონეს მიაღწევს
3) მოვახდინო დანაკარგის ლიმიტირება და პოზიციის გამორთვა როცა ფასი ჩვენი სურვილის საპირისპირო მიმართულებით მიდის.
საბაზრო ბრძანება (Market order)
ახლა განვიხილოთ პირველი ბრძანება.მას ეწოდება საბაზრო ბრძანება ( Market Order).. როდესაც ჩვენ მომდევნო საუკეთესო ფასად გვინდა ვაჭრობა უბრალოდ ვაყენებთ ამ ბრძანებას.
გადადებული ორდერები (Pending Orders)
1)limit buy order-ეს ორდერი არ აღსრულდება მანამ სანამ,ფასი მიაღწევს იმ ნიშნულამდე, სადაც გვიყვენია ყიდვის პოზიცია. ხშირ შემთხვევაში Limit Buy order აყენებენ მაშინ, როცა ველოდებით კონკრეტული აქციის ფასის ვარდნას, საიდანაც გახსინის სისტემა Buy Order ავტომატურად და სწორი ანალიზის შემთხვევაში ფასმა უნდა დაიწყოს გაზრდა, რითაც ჩვენ მივიღებთ მოგების საშუალებას.
მაგალითად ფორექსზე დავაყენე ეს ორდერი როცა EUR/USD ფასი არის 1.40. მიმდინარე ფასია 1.5. თუ ვიცით, რომ ფასი უნდა დაკორექტირდეს 1,40 ზე და შემდეგ დაიწყებს ისევ ზრდას შესაძლოა Buy Limit Order სწორედ 1.40-ზე დავაყენოთ და სწორი ანალიზის შემთხვევაში 1.40 + უკვე დაიწყება ჩვენი მოგება.
2) limit sell order-ეს ბრძანება არის საპირისპირო შინაარსის, მე მინდა გავყიდო მაგალითად უფრო მაღალ ფასად და დავაყენო ეს ბრძანება 1.60-ზე, როდესაც ფასი მიაღწევს ამ დონეს ან მეტს, ჩემი ორდერი შესრულდება ავტომატურად.
3)buy stop order-არის ორდერი,რომელიც მითითებულ ფასზე შემისრულებს ბრძანებას. მაგალითად თუ ეს ბრძენაბა 1..40 ზე, ეს უკვე ხდება საბაზრო ბრძანება და ყიდვა აღსრულდება 1.40-ზე.
4)sell stop order- ეს კი მე-3ის საპირისპიროა,როდესაც გაყიდვა მოხდება რაღაც კონკრეტულ ფასად,წინა მაგალითის მიხედვით 1.60ზე და ეს უკვე საბაზრო ბრძანებაა.
#რაარისბრძანებებიMarketlimitbuylimitsellstopbuystopsell