Contract for Differences (CFDs)-ქართულად ითარგმნება, როგორც კონტრაქტის ფასთა შორის სხვაობაზე ვაჭრობა.
კონტრაქტზე ფასთა შორის სხაობაზე ვაჭრობა არის ყველაზე მაღალ რისკიანი ფინანსური ინსტრუმენტი, რაც კი არსებობს ამ დარგში. ეს სტატია ერთგვარი გაგრძელებაა FX ბაზრების სტატიისა, რომელიც მანამდე შემოგთავაზეთ და შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ ვაჭრობა CFD-ზე ხდება, როგორც სავალუტო წყვილებზე ასევე ინდექსებზე. ინდექსებზე ცალკე სტატიას შემოგთავაზებთ, მანამდე კი გეტყვით თუ რომელ ინდექსებზე გვაქვს საუბარი ესენია :FTSE 100, CAC 40, DAX 30; DJIA, S&P 500, NASDAQ, NASDAQ 100, NIKKEI 225, ASX 200, EUROSTOXX 50. მოცემული ინდექსები შეიძლება ითვას ძირითადი ინდექსებია, როგორც მანამდე განვიხილეთ და ჩამოწერილი გვქონდა ძირითადი ვალუტები. რა თქმა უნდა ეს ინდექსების არასრული ჩამონათვალია და მრავალი მათგანი არსებობს ქვეყნების რაოდენობიდან გამომდინარე, მათ შორის საქართველოშიც გვაქვს ინდექსები.
კონტრაქტზე ფასთა შორის სხვაობა, შეიძლება მიბმული იყოს ასევე ნებისმიერ სხვა ტიპის აქციაზე, მათ შორის სასაქონლო პროდუქტებზე, როგორიც არის: ოქრო, ვერცხლი, პლატინუმი ან სხვა. მარტივად, რომ ვთქვათ მსგავსი კონტრაქტები ყველა სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებზე არსებობს ბუნებაში და შესაბამისად არ უნდა გაგვიკვირდეს თუ ვინმე გკითხავთ, რომ “აქციებზე ვაჭრობთ” თუ “ფასთა შორის აქციების კონტრაქტებზე”.
რატომ არის მაღალ რისკიანი?!
ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ამ ტიპის ვაჭრობის თვალნათლივ გასაგებად.
მარტივად, რომ აგიხსნათ რატომ არის მაღალ რისკიანი ამისთვის გამოვიყენებ სქრინსა და ჩემი ბროკერის დემო ანგარიშს.
Funds– ფონდი ჯამში გვაქვს 50,000 USD
Profit/loss– მოგება/წაგების მაჩვენებელი
Margin– მარჟა, ის რაც 1 კონტრაქტის შემთხვევაში ჩვენი ფონდიდან გამოაკლდება ამ შემთხვევაში 6,715.64 დოლარი და გადავა ამ ნაწილში.
Available– ხელმისაწვდომი თანხა, რომელიც იქნება 50,000- 6,715.64
ანუ რა მოხდა Buy პოზიციაზე ვიყიდე ფასთა შორის სხვაობის კონტრაქტი, რომლის ღირებულება არის 6,715.64 და ჩემი ანალიზი არის, რომ ამ შემთხვევაში გრაფიკზე სანთლები ზემო სვლას განაგრძობს.
სად არის აქ რისკი?!
იმ შემთხვევაში თუ ჩემი პროგნოზი არ გამართლა მე სანთლები ზემოთ სვლის ნაცვლად ქვემოთ დაიწყებს სიარულს მე ნელ-ნელა ვაგებ და ვკარგავ ჩემს მიერ ინვესტირებულს თანხას და მოგვიანებით სრულად თუ არ მიყენია ამის ერთადერთი შემაკავებელი ფუნქცია STOP LOSS! რომელიც მხოლოდ იქ შეაჩერებს თანხის დაკარგვას, სადამდეც მე მას შეველევი. ასევე გვაქვს Take Profit ამ ფუნქციით შეგვიძლია ჩვენი მოგემა მივიღოთ იქამდე, სადამდეც ჩვენი ანალიზი სრულდება და საჭიროებს თანხის მოხსნას, რომელიც წამიერად ჩვენს ბიუჯეტზე ავტომატურად განთავსდება. (ამ და სხვა ფუნქციებზეც ცალკე სტატია დაიწერება).
ვნახოთ შედეგი დადებული კონტრაქტის, რომელიც ასე გამოიყურება!
როგორც ხედავთ ჩემი პროგნოზი გამართლდა და მრუდმა დაიწყო ზემოთ სვლა ანუ BUY პოზიციისკენ და ვხედავთ, რომ რამდენიმე წამის შემდეგ ჩვენ უკვე გვერიცხება $267.20 აშშ დოლარი. თუ გამოვიყენებთ Take Profit (TP) ფუნქციას ავტომატურად დამთავრდება ჩვენი მოგება.
შევეცადე მოკლედ მომეწოდებინა ის ინფორმაცია, რაც ვფიქრობ ამ ეტაპზე საკმარისია და სხვა დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით შემდეგ ვებინარზე გავივლით თუ უმრავლესობისთვის ეს თემა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება. ამისთვის საჭიროა თქვენი კიდევ მეტი აქტიურობა.
#რაარისCFDდაროგორხდებამასზევაჭრობარეალურიმაგალითით