Forex ან შემოკლებით FX ბაზრები ქართული ენის შესატყვისად სავალუტო ბაზარი ეწოდება. ეს არის ბაზარი, სადაც ინვესტორებს შეუძლიათ შეიძინონ ან გაყიდონ ვალუტა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ხშირად კიდევ უფრო ნათელი, რომ იყოს ამის გაგება ვადარებ ხოლმე, სავალუტო ჯიხურებს უბრალოდ წარმოვიდგინოთ, რომ იქ ყველანაირი ვალუტა მოიძებნება და ფასთა ცვლილებების დაკვირვებითა და პროგნოზებით ვიყიდოთ და გავყიდოთ სხვადასხვა წყვილები. ერთი შეხედვით მარტივად ჟღერს არა?! არა და სწორედ ეს ბაზარი გამოირჩევა მაღალ რისკიანობით. ამასთან, რაც უნდა გვახსოვდეს ეს არის ყველაზე დიდი ფინანსური ბაზარი მსოფლიოში. FX-ების ბაზარი ცნობილია, როგორც ყველაზე სპეკულაციურ და რთულ ბაზრად.
Forex ბაზრის არსის გაგება
ზემოთ მოცემული მაგალითი იყო ზოგადი ვარიანტი, რომ გაგვეგო სავალუტო ბაზრის არსი ახლა ცოტა უფრო დეტალურად, რომ გავაანალიზოთ თუ რა არის FX. მუშაობის სისტემა შემდეგნაირად გამოიყურება: ზოგადად ვალუტები ყოველთვის წყვილად ივაჭრება, როგორიც არის Euro და U.S. დოლარი (EUR/USD). როცა თქვენ ვაჭრობთ სავალუტო ბაზარზე თქვენ ყოველთვის ყიდულობს ერთ ვალუტას და ყიდით მეორეს (შესაბამისად ამიტომაც ხდება მათი, როგორც წყვილის შეფასება და გამოდის კონკრეტული რიცხვი).
ვალუტის კურსი იზრდება და ეცემა სხვადასხვა კურსით/პროცენტით ( მაგალითად, თუ ევრო იზრდება და პარალელურად დოლარის კურსი ეცემა), რომელიც დამოკიდებულია გეოპოლიტიკურ ან ეკონომიკურ ფაქტორების საფუძველზე, როგორიც არის წყალდიდობა, არჩევნები ან რაიმე მასშტაბური და მნიშვნელოვანი მოვლენა მსოფლიოში. ამგვარი ფაქტორების კარგად ანალიზის და შესწავლის საფუძველზე თქვენ შეიძლება დაასკვნათ, რომ ევროს ღირებულება გაიზრდება. ხოლო ამის შემდეგ შეხვალთ სავალუტო ბაზარზე და იყიდით ევროს და გაყიდით აშშ დოლარს. თუ თქვენი პროგნოზი გამართლდება და ევრო მართლაც გაიზრდება თქვენი მოგებაც შესაბამისად გაიზრდება.
ძირითადი ვალუტები
სავალუტო ბაზარზე არის ძირითადი მოტორი ვალუტები, რომელთა საერთო ღირებულება და წონა ყველა სხვა ვალუტებს აღემატება. ბაზარზე გვაქვს 8 ყველაზე მსხვილი და ძირითადი ვალუტები. ესენია:
-
US Dollar (USD)
-
Euro (EUR)
-
Japanese Yen (JPY)
-
British Pound (GBP)
-
Swiss Franc (CHF)
-
Canadian Dollar (CAD)
-
Australian Dollar (AUD)
-
New Zealand Dollar (NZD)
რაც შეეხება ძირითად და მთავარ წყვილებს, ესენია:
-
EUR/USD – Euro/US Dollar (aka “Fiber”)
-
USD/JPY – Euro/Japanese Yen (aka “Ninja”)
-
GBP/USD – British pound/US dollar (aka “Cable”)
-
USD/CHF – US Dollar/Swiss Frank
-
USD/CAD – Us Dollar/Canadian Dollar (aka “The Funds”)
-
AUD/USD – Australian Dollar/US Dollar
-
NZD/USD – New Zealand Dollar/US Dollar
ბაზარზე გვაქვს მაინორი წყვილებიც, ასევე ეგზოტიკური და სხვებიც, რომლებსაც შემდეგ სტატიებში მოკლედ შევეხებით.
მცირე მიმოხილვის შემდეგ შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ყოველივე ძალიან მარტივი ჩანს, თუმცა შემდეგ სტატიებში აუცილებლად გაგაცნობთ, თუ რა არის FX ბაზრების სირთულეები და სპეციფიკები, რის გამოც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ბაზარი არის საკმაოდ მაღალ რისკიანი და აქ წაგება-მოგებაც ძალიან მარტივად და სწრაფად ხდება.
#რაარისForexვაჭრობა