www.tradershub.ge
Back
პირველ რიგში იმას მინდა ხაზი გავუსვა, რომ დღეს მოკლედ გეტყვით და ვისაუბრებ მხოლოდ აქციების ფუნდამენტალურ ანალიზე, რადგან Forex-ის შემთხვევაში ეს ანალიზი რადიკალურად არ განსხვავდება, თუმცა განსხვავებები და დაკვირვების მხრივ სხვაობა რა თქმა უნდა შეინიშნება.
აქციების ფუნდამენტალური ანალიზი ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა შევისწავლოთ კომპანიის მდგომარეობა და რაობა. ამ შემთხვევაში ფუნდამენტალური ანალიზი მიგვითითებს კომპანიის ფინანსური მდგომარეობის პროცენტულ ზრდას/კლებას და ასევე მაკროეკონომიკრ მდგომარეობას. მაკროეკონომიკა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ შესაბამისი ხარისხიანი ფუნდამენტალური ანალიზი მივიღოთ და მაკრო გვეუბნება თუ რა მდგომარეობაა მაგალითად ქვეყნის ეკონომიკაში, რაც რა თქმა აქციის ფასზე პირდაპირ მოქმედებს.
როცა ეკონომიკაზე გვაქვს საუბარი და მათზე დაკვირვება ეს კიდევ უფრო მარტივი ხდება მაშინ, როცა ვიცით მაგალითად კომპანიის წარმომავლობა და შეგვიძლია მარტივად შევისწავლოთ იმ ქვეყნის სხვადასხვა ინდექსები, რა მაჩვენებლებიც დაგვეხმარება საერთო სურათის დანახვაში. ამიტომ არ გვჭირდება ამ ანალიზის დროს გრაფიკებზე დაკვირვება, რადგან ინდექსების ზრდა/კლება უკვე გვაჩვენებს მაკროეკონომიკის პროგნოზს, თუნდაც მომავლისთვის.
როდესაც საუბარი გვაქვს, რომ გრძელვადიანი ინვესტიციით ვართ დაინტერესებული ამ დროს ყოველთვის რეკომენდირებულია ფუნდამენტალური ანალიზის გამოყენება.
რომ შევაფასოთ მოკლედ ფუნდამენტალური ანალიზის დროს ჩვენ ანალიტიკას ვუტარებთ შემდეგ მიმართულებებს:
  • კომპანიის შემოსავალი (მაგალითად წარსული მაჩვენებელი და პროგნოზირებადი მომავალ დროში/Earnings of company)
  • საპროცენტო განაკვეთების მაჩვენებელი
  • ეკონომიკური მდგომარეობა (როგორც ადგილობრივი ასევე გლობალური)
  • კომპანიის კონკურენტები (მათი ფაქტიურად ყველა იგივე მაჩვენებელი, რადგან ერთიანი სურათი დავინახოთ)
ეს არის ძალიან საბაზისო და ძირითადი ნაწილი, რაზეც შეიძლება გამახვილება ფუნდამენტალური ანალიზის დროს. რა თქმა უნდა სხვა მრავალი ინფორმაციის დამატება და განხილვა შეიძლება ამ ანალიზის დროს, რომელიც არ ცდება მის ძირითად განმარტებას.
Facebook კომენტარები