www.tradershub.ge
Back

როგორ ავხსნათ მარტივად თუ რა არის აქციები?აქცია ეს არის კომპანიის მფლობელობის გარკვეული წილი. თუ კომპანიის ღირებულება არის დავუშვათ $20 000, და მან გამოუშვა 2000 აქცია,გამოდის,რომ თითოეული აქცია $10-ის ღირებულებისაა.

მაშინ შეგვიძლია დავასკვნათ,რომ აქციების ფასის ცვლილებასთან ერთად ხდება კომპანიის ღირებულების ცვლილება. ინვესტორები,რომლებიც ყიდულობენ კომპანიის აქციებს,იმედი აქვთ,რომ მათი ღირებულება გაიზრდება და შეძლებენ შემდეგ ეს აქციები უფრო მაღალ ფასად გაყიდონ.

საინტერესოა რატომ შეიძლება მოუნდეს კომპანიას გაყიდოს აქციები?

პასუხი მარტივია,მას სურს ტერიტორიულად ან პროდუქციის გასაფართოებლად დამატებითი სახსრები,ანუ მოკლედ რომ ვთქვათ კომპანიის ზრდისთვის დამატებითი სახსრები.სწორედ ამ გზით კომპანია თუ გაიზრდება,ეს აქციონერებისთვისაც კარგი შედეგით მთავრდება,მათი აქიების ფასი იზრდება.

რატომ იცვლება აქციათა ფასები?

მოთხოვნა-მიწოდების კანონით, თუ ბევრ ადამიანს სურს აქციათა ყიდვა ვიდრე გაყიდვა ფასები იზრდება,ხოლო თუ პირიქით მცირდება.

თვითონ მოთხოვნა და მიწოდებას კი რა ახალისებს? შემოსავლები (Earnings). თუ ამონაგები მეტია ვიდრე მოსალოდნელი იყო, აქციათა ფასები გაიზრდება. სწორედ აქედან გამომდინარე, კომპანიები თავიანთი ამონაგების შესახებ ინფორმაციას პერიოდულად აქვეყნებენ. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ფასები მერყეობას იწყებს.

მეორე ფაქტორი ეს არის კომპანიის მომავალი პოზიციონირების შესახებ მოლოდინები( Sentiment). ეს მოლოდინი შესაძლოა შექმნას სხვადასხვა ფაქტორმა, კომპანიის მენეჯმენტზე ხალხის ნდობამ, შესაბამისი ინდუსტრიის კანონმდებლობის ცვლილებებმა და ა.შ.

როგორც ვთქვით აქციები ივაჭრება ბირჟებზე,მაგრამ ჩვენ გვჭირდება კვალიფიცირებული დამხმარე,რომ წვდომა გვქონდეს ბირჟაზე.ესეთი გახლავთ ბროკერი.შესაძლოა მან სხვადასხვა სერვისი შეითავსოს და ამის მიხედვით მათი საკომისიო ვარირებს.

1)სრული სერვისი,რაც გილისხმობს საინვესტიციო სტრატეგიის შექმნას კლიენტისთვის და ვაჭრობას მათი სახელით. აქვს მაღალი საკომისიო.

2)მრჩეველის ფუნქციის მქონე,რომელიც გასცემს რეკომენდაციას და საბოლოო გადაწყვეტილებას კლიენტს უტოვებს. აქვს საშუალო საკომისიო.

3)შემდეგი არის ჩვეულებრივ როდესაც ჩვენ მის პლატფორმას ვიყენებთ ონლაინ ვაჭრობისთვის და ამ მომსახურებას აქვს შედარებით დაბალი საკომისიო.

რა თქმა უნდა,როდესაც ვირჩევ ბროოკერს,უნდა ვიცოდე ჩემი ცოდნა და გამოცდილება და იმის მიხედვით შევარჩიო სერვისი.

როდის ივაჭრება აქციები?

განსხვავებულია ბირჟათა ფუნქციონირების დროები.ა ქ წარმოგიდენთ UK დროით თუ როდის არიან მსოფლიოს მთავარი ბირჟები გახსნილი.

ბოლოს უნდა აღვნიშნოთ,რომ აქციების დროს მისი მფლობელი იღებს დივიდენდს,მოგების რაღაც ნაწილს.ამიტომ თუ თქვენ ვერ იღებთ მოგებას ფასების ცვლილებით,შესააძოა მიიღოთ ის დივიდენდის შემოსავლის სახით.თუმცა კომპანიამ შესაძლოა არ გასცეს დივიდენდი და აქციონერის მოგება იქნება რომ დაელოდოს ფასებს უფრო გრძელვადიან პერიოდში.

#რაარისკომპანიისაქციები

Facebook კომენტარები