www.tradershub.ge
Back
ის ჩვენ საშუალებას გვაძლევს,რომ მცირე კაპიტალითაც კი ვივაჭროთ ან დავიწყოთ ვაჭრობა. ამ მომსახურებას გვთავაზობენ საბროკერო კომპანიები, ისინი ჩვენ გვაძლევენ ერთგვარ კრედიტს,რომ თუ საკმარისი ფულადი სახსრები არ გვაქვს მაინც შევძლოთ ვაჭრობა.
დავუშვათ გვინდა ვიყიდოთ $200-იანი 100 აქცია, და არ გვაქვს $20 000-ის ტოლი კაპიტალი.Leverage საშუალებას გვაძლევს $20 000-ის ნაცვლად დეპოზიტზე განვათავსოთ უფრო მცირე თანხა (ლევერიჯის შესაბამისად). თუ ბროკერი გთავაზობთ ლევერიჯს 1:20 -თან მაშინ მხოლოდ $1000-ით შეგიძლიათ იყიდოთ 100 აქცია (ანუ ამ შემთხვევაში თქვენ საბროკერო კომპანიამ კრედიტად მოგცათ $20 000-1000$=$19 000).
ახლა განვსაზღვროთ რა შეიძლება იყოს ჩვენი მოგება ,როდესაც ვიყენებთ ლევერიჯს ან როდესაც არ ვიყენებთ მას.
1)როდესაც ჩვენ ჩვენი ფულით ვიყიდდით 100 აქციას $200-ად, და მისი ფასი გახდებოდა მაგალითად , $220, ჩვენ მოვიგებდით $22 000-$20 000=$ 2 000-ს.
პირველ შემთხვევაში მოგებაა $ 2 000/20 000*100%= ანუ 10%
2)ლევერიჯის გამოყენების დროს კი $1000 დოლარით ჩვენ მივიღეთ $2 000 მოგება ანუ 200 %.
3) მაგრამ რა ხდება როდესაც ლევერიჯის გამოყენების დროს ფასი ეცემა?
ლევერიჯის გამოყენების დროს თუ ფასი დაეცემოდა და გახდებოდა $180, მაშინ ჩვენი წაგება იქნებოდა $ 2 000.
მაგრამ, ბუნებრივია, ჩვენ არ გვინდა გავიდეთ მინუსში და ,რა თქმა უნდა, არც საბროკერო კომპანიას .
თქვენ თავიდანვე უნდა განსაზღვროთ რამდენი დანაკარგისთვის ხართ მზად და იმ დონეზე დააყენოთ stop loss ბრძანება.
არც საბროკერო კომპანიას უნდა რომ წავიდეს წაგებაში,ამიტომ ის აუცილებლად დაგიწესებთ margin call-ს.ჩვენს მაგალითში როდესაც ფასი გახდა $180, ჩვენი ანგარიშის ღირებულება გახდა $18 000,რაც ნასესხებ $19 000-ზე ნაკლებია,ამიტომ ,რა თქმა უნდა margin call დაწესდება საბროკეროს მხრიდან,ის არ მოგცემთ უფლებას ანგარიშის ღირებულება დატოვოთ $19 000-ის ქვემოთ.შესაძლოა მან გაგაფრთხილოთ იმ შემთხვევვაშიც კი თუ თქვენი თანხის კარგვასაც იწყებთ.
როგორც მიხვდით რამდენადაც ლევერიჯი კარგია ,რადგან გაძლევთ კაპიტალის არქონის დროს გაზარდოთ იგი და ივაჭროთ, მისი გამოყენება დიდ რისკთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.ამიტომ უნდა განსაზღვროთ ოპტიმალური ლევერიჯის დონე და გამოიყენოთ ის. საბროკერო კომპანიას რომელსაც აქვს ლევერიჯი 1:1000, კარგად დაფიქრდით რატომ აქვს მას ლევერიჯის ეს დონე? უნდა გამოიყენოთ კი ის? (სანდო საბროკერო კომპანიებს ლეევრიჯი 1:1000 რა თქმა უნდა არ აქვთ,იგი მერყეობს 1:50-ის ფარგლებში).
რეგულატორების მხრიდან ფორექსზე და სხვა ბაზრებზე ,სხვადასხვა ინსტრუმენტების მიხედვით შესაძლოა საბროკერო კოპანიებს დაწესებული ჰქონდეთ ლევერიჯის კონკრეტული მაქსიმალური ზღვარი. ანუ ამ მხრივ რეგულაციები არსებობს.
თუ ვართ დამწყები ტრეიდერი რეკომენდებულია არ ვივაჭროთ მაღალი ლევერიჯით.
Facebook კომენტარები