www.tradershub.ge
Back
რამდენიმე დღის წინ სახალისო სურათიც დავდე იმედია გახსოვთ, თუ არა აქ დააჭირეთ და გადახვალთ მაგ სურათზე.
ხუმრობა იქეთ დარჩეს, მაგრამ ეს რისკის ზღვარი ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, რომ კარგად გვესმოდეს და გავიგოთ, რატომ უნდა ვიყოთ ასე ძალიან ფრთხილად, რომ Margin Call შეტყობინება არასდროს მივიღოთ!
ეს შეტყობინება ჩნდება საბროკერო ანგარიშზე მაშინ როდესაც ტრეიდერის თანხას აგებს და შესაბამისად აღარ აქვს საკმარისი თანხა, რომ განაგრძოს მოქმედებები ბირჟაზე. Margin Call ამ ყველაფერზე გვაფრთხილებს და თუ მაინც ვერ მოხდა ანგარიშის გადარჩენა (ანუ საკმარისი თანხის დატოვება) მაშინ უკვე ბროკერი გეუბნებათ, რომ მინიმალური თანხა ისევ უნდა განათავსოთ ანგარიშზე, რომ მოახდინოთ ვაჭრობა. მინიმალური თანხით ხდება მინიმალური ღირებულების დაგროვება, რაც ინგლისურად maintenance margin არის ცნობილი ანუ ის თანხა, რომელიც გვჭირდება კონკრეტული აქციის შესაძენად და სავაჭროდ ან უბრალოდ პროცესებისთვის.
Margin Call ანგარიშობს რეალურად პროცენტულობას თქვენი ანგარიშისას და ამ პრინციპით ახდენს თქვენთვის შეტყობინების გამოგზავნას და გეუბნებათ თუ რა მომენტში გმართებთ სიფრთხილე. მარტივად, რომ ვთქვათ და არ ჩავუღრმავდეთ ყველა საბროკერო კომპანიას თავისი პროცენტული რისკის ზღვარი გააჩნია. საშუალოდ ეს ზღვარი სტანდარტულად მერყეობს 25-40% შუალედში, მაგრამ როგორც გითხარით ყველა საბროკერო სხვადასხვა დონეზე ახდენს რეაგირებას და ეს დამოკიდებულია მათ პროცენტულობაზე. Margin Call-ის რამდენიმე ვერსია არსებობს მათ შორის, ისიც როდესაც თანხა ნასესხები გაქვთ ბროკერისგან და ამ შემთხვევაში ცოტა განსხვავებული სისტემით ხდება ამ პროცესის გამოთვლა, თუმცა ახლა უფრო პრიმიტიულ ვარიანტს განვიხილავ მაგალითის სახით. (სესხის შემთხვევაც არ არის ძალიან განსხვავებული ვარიანტი უბრალოდ ვერ შევეხებით სესხს, მაშინ როცა თქვენ თანხას აგებთ ბირჟაზე).
მაგალითად ანგარიშზე გვაქვს $10,000 და იყიდეთ ამ თანხით კონკრეტული X კომპანიის აქციები. ბაზარზე განვითარებული ნეგატიური მოვლენებით თქვენი აქციების ფასი დაეცა და ისინი ახლა ჯამში $2,500 შეადგენს. თუ საბროკერო კომპანია Minimum maintenance margin -ზე რეაგირებას ახდენს Margin Call-ის სახით 25% ეს სწორედ ის მომენტია, რადგან ანგარიშზე ზუსტად ჩვენი თანხის 25% დაგვრჩა! ამ დროს ისევ ინდივიდუალურია, თუმცა როგორც წესი მოგვდის შეტყობინება, რომ ჩვენ რისკის ზღვარზე ვიმყოფებით და თუ 25% კიდევ ჩამოვცდებით ნიშნავს, რომ ჩვენი ანგარიში გაკოტრების პირას არის. თუ დავუშვებთ, რომ Minimum maintenance margin საბროკეროს აქვს $1,600 დოლარზე და ჩვენ ამ თანხაზეც ჩამოვედით ჩნდება Margin Call.
საბოლოოდ თუ დავუშვებთ, რომ ეს $2,500 დოლარიც ვერ შევინარჩუნეთ და ვერ მოვიშორეთ არასწორ დროს არასწორად ნაყიდი აქციები ჩვენ რამდენიმე წამში ან წუთში გაკოტრებულები ვიქნებით. (საბროკერო კომპანიები ყოველ ამ მომენტზე გაფრთხილებას გიგზავნიან და არაა აუცილებელი მაინც და მაინც მინიმალურ მარჟამდე დახვიდეთ, როცა შეიძლება კარგმა საბროკერომ ამაზეც გაგიმახვილოთ ყურადღება და როგორც მათ კლიენტს მიგითითონ სიფრთხილისკენ).
ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად საჭიროა რისკ მენეჯმენტის ცოდნა თუ როგორ უნდა ვივაჭროთ ბირჟაზე. რისკების განსაზღვრას და რისკების კონტროლს მომავალ სტატიაში ვისაუბრებთ.
Facebook კომენტარები