სპრედი (Spread) – არის ვალუტის ყიდვისა და გაყიდვის ფასებს შორის სხვაობა.
ფორექსზე ვაჭრობისას ჩვენ ვხედავთ ორ ძირითად მაჩვენებელს Bid (ყიდვის ფასი) და Ask (გაყიდვის ფასი). სწორედ ამ ფასებს შორის სხვაობას ეწოდება სპრედი. კიდევ უფრო მარტივად, რომ ვთქვათ ეს გვიჩვენებს თუ რა ინტერვალია მათ შორის და სხვაობა ვალუტის ყიდვა გაყიდვას შორის.
მაგალითის სახით იხილეთ ეს სურათი:
წითელი ისრით ნაჩვენები არის სპრედი, რისი განმარტებაც მოვიყვანეთ და ხედავთ, რომ ის სხვადასხვა წყვილებზე სხვა სიდიდისაა. ამის გარდა, ისიც გაითვალისწინებთ, რომ სქრინი გაკეთებულია შაბათ-კვირას, მაშინ როცა საფონდო ბირჟა არ მუშაობს და შესაბამისად სპრედი ამ დროს უბრალოდ იზრდება. სხვა დღეებში ისინი სტანდარტულ ანგარიშზე 20 პუნქტს არ სცდება ეს სავალუტო წყვილებთან მიმართებით.
რა მომენტში არის სპრედი უფრო დაბალი და მაღალი?
სპრედის სიდიდე დამოკიდებულია ბაზრის მდგომარეობაზე. მაგალითად შეიძლება, რომ სავალუტო წყვილების სპრედი 10-მდე პუნქტში მოძრაობდეს ხოლო თუ მოხდა ტრენდის მკვეთრი მოძრაობები შეიძლება ის მეტად გაიზარდოს და მაღალი სპრედი გიჩვენოთ.
გამოდის, რომ წყვილების სპრედის სიდიდე დამოკიდებულია მათ ლიკვიდურობაზე ზოგადად სავალუტო წყვილების სპრედი 5 პუნტქს არ უნდა სცდებოდეს (თუმცა ესეც დამოკიდებულია ბროკერზე) და თუ ლიკვიდურობა დაბალია კონკრეტულ წყვილებზე მათი სპრედი შესაბამისად უფრო მაღალია არის ისეთი წყვილები, რომელთა სპრედი სამუშაო დღეებში 150 და 200 პუნქტსაც სცდება.
ლოგიკურია ის დასკვნა, რომ ძალიან და მნიშვნელოვნად საჭიროა, რომ დაბალ სპრედზე ვივაჭროთ და შესაბამისად ნიშნავს, რომ ლიკვიდურ ფინანსურ ინსტრუმენტებს შევეხოთ, რადგან ის ბაზარი უფრო ეფექტურად მოძრაობს.
რა არის Raw Spread?
ეს არის სპეციალური სპრედი, რომელიც ყველა საბროკერო კომპანიას არ გააჩნია. ამ დროს სპრედის სიდიდე 0 და 1 არ სცდება და ამ სპრედის მისაღებად აუცილებლად უნდა მოიკითხოთ თქვენს ბროკერთან. ეს არის ყველაზე იდეალური სპრედი სპრედებს შორის და თუ რისთვის იყენებენ ამ სპრედს ამაზე შემდეგ სტატიაში ვისაუბრებთ.
მანამდე კი რეკომენდაციის სახით Raw Spread-ზე ეს საიტი იხილოთ, რომელიც საუკეთესოა ამ მიმართულებით: https://www.icmarkets.com/global/en/trading-accounts/raw-spread-account
Facebook კომენტარები