Pip ან იგივე Percentage in point არის ფორექსის ბაზარზე ვალუტის გაცვლითი კურსის მცირე ცვლილების საზომი. ფორექსზე გაცვლითი კურსების უმეტესობა(სავალუტო წყვილების გაცვლითი კურსი) მძიმის შემდეგ 4 ციფრით გამოისახება(4 decimal point),მაგალითად EUR/USD =1.2126, 1 pip ცვლილება სწორედ მეოთხე ციფრში ცვლილებაა. ანუ მაგალითად თუ გვაქვს კურსი 1.2126 და გახდა 1.2127,მაშინ ზრდა მოხდა 0.0001-ით რაც 1 pip არის. თუ გახდა 1.2129 მაშინ 3 pip-ით გაიზარდა(7-6).
თუ კურსის ზრდა მოხდებოდა 0.001-ით გვექნებოდა 10 pip ზრდა,თუ 0.01-ით, 100 pip,თუ 0.1-ით,მაშინ 1000 pip ,თუ 1-ით მაშინ 10000 pip-ით,ხოლო თუ 0.00001-ით მაშინ 0.1 pip-ით.
აქციათა და ინდექსების ბაზრებზე ასეთ ფასს ანუ ფასის მინიმალურ მოძრაობას tick უწოდებენ.
რაც შეეხება ლოტს ,ის ფორექსზე წარმოადგენს ვალუტის მოცულობას,რითიც უნდა ვივაჭროთ.არსებობს 4 სახის ლოტი:
– სტანდარტული(Standard lot);
– მინი(Mini lot);
– მიკრო (Micro Lot);
-ნანო (Nano Lot).
სტანდარტული ლოტი გულისხმობს ვალუტის 100 000 ერთეულს,მოცულობაში ის არის 1;
მინი ლოტი 10 000 ერთეულს, მოცულობაშია 0.1;
მიკრო ლოტი 1000, მოცულობაში 0.01;
ნანო ლოტი 100, მოცულობაში 0.001.
მაგალითი
თუ ჩვენ გახსნილი გვაქვს პოზიცია EUR/USD წყვილზე 1 ლოტით,მაშინ ვალუტის კურსის ყოველი pip გამყარებით ჩვენ ვიგებთ 10 $-ს. ანუ თუ გავხსენით 1.2126ზე და გახდა 1.2127, 1 ლოტი მოცულობით ჩვენ მოვიგებთ 100000*0.0001=10$-ს;
10 pip-ით ზრდის შემთხვევაში მოვიგებთ 100$ -ს და ა.შ.
მაგალითი
იმავე სავალუტო წყვილზე თუ გვაქვს 0.01 მოცულობის ლოტი გახსნილი ,ყოველი pip მოძრაობით ჩვენ მოვიგებთ 1000*0.0001=0.10$-ს ანუ 10 ცენტს.
Facebook კომენტარები