www.tradershub.ge
Back

საფონდო ბირჟა ეს არის დაწესებულება, სადაც ბირჟის ბროკერებს და ტრეიდერებს შეუძლიათ შეიძინონ და გაყიდონ ფასიანი ქაღალდები, როგორიცაა აქციების წილი, ობლიგაციები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები.

Cover photo

კონცეფცია, თუ როგორ მუშაობს საფონდო ბირჟა საკმაოდ მარტივია. მოქმედი აუქციონის სახლის მსგავსად, საფონდო ბირჟა საშუალებას აძლევს მყიდველებს და გამყიდველებს, მოლაპარაკდნენ ფასებზე და მოახდინონ ვაჭრობა. საფონდო ბირჟა მუშაობს ინტერნეტ ქსელის საშუალებით – შეიძლება გსმენიათ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ან ლონდონის საფონდო ბირჟა, სადაც წვდომა საბროკერო კომპანიის ანგარიშით არის შესაძლებელი. ამ ბირჟებზე განთავსებული კომპანიები, როგორებიც არის მაგალითად Apple, Alphabet, Tesla ან სხვები სპეციალური პროცესის გავლის შედეგად მოხვდნენ და ხვდებიან საფონდო ბირჟაზე. პროცესი, რომელიც ყველა კომპანიამ გაიარა ეწოყება Initial Public Offering ან IPO, რომელიც ქართულად ითარგმნება, როგორც კერძო კომპანიის აქციების პირველი საჯარო გაყიდვა, კომპანიაში კაპიტალის მოზიდვის მიზნით . გაყიდვა შეიძლება განხორციელდეს, როგორც დამატებითი აქციების გამოშვებით, ისე კომპანიის აქციონერების მიერ უკვე არსებული აქციების გამოტანით ბაზარზე. ინვესტორები ყიდულობენ ამ აქციებს, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს ფული მოაგროვოს ბიზნესის განვითარებისთვის. შემდეგ ინვესტორებს შეუძლიათ შეიძინონ და გაყიდონ ეს აქციები ერთმანეთთან და ბირჟა აკონტროლებს თითოეული ჩამოთვლილი აქციების მიწოდებასა და მოთხოვნას.

ეს მიწოდება და მოთხოვნა განსაზღვრავს თითოეული ფასიანი ქაღალდის ფასს, ან დონეს, რომელზეც საფონდო ბირჟის მონაწილეები – ინვესტორები და ტრეიდერები, რომლებიც მზად არიან შეიძინონ ან გაყიდონ კომპანიის აქციები.

მყიდველები გვთავაზობენ “bid” (შეთავაზებული თანხა) ან ყველაზე მაღალ თანხას, რომლის გადახდისთვისაც მზად არიან, რაც, როგორც წესი, დაბალია, ვიდრე გამყიდველის “ask” (ანუ მოთხოვნილი თანხა). ამ განსხვავებას ეწოდება bid-ask spread, ანუ ის ფასთა სხვაობა, რაც დაფიქსირდა მათი ურთიერთ ყიდვა-გაყიდვის პროცესში. ვაჭრობის პროცესი, რომ შესრულდეს და მოხდეს მყიდველმა უნდა გაზარდოს ფასი ან გამყიდველმა უნდა შეამციროს ის, რაც საბოლოოდ ყოველთვის ხდება.

ეს ყველაფერი ერთი შეხედვით შეიძლება რთულად ჟღერს, მაგრამ კომპიუტერის ალგორითმები ზოგადად აკეთებენ ფასების დაანგარიშების, რაც კომფორტულია და შეგვიძლია მარტივად აღვიქვათ თუ რამდენს მოვიგებთ პოტენციურად თუ ეს გარიგება შესრულდება/ან წავაგებთ თუ ანალიტიკა არ იქნა სწორად დანახული თქვენს მიერ. აქციების ყიდვისას, თქვენი ბროკერის ვებსაიტზე დაინახავთ bid, ask და Bid-ask spread და რა თქმა უნდა შეამჩნევთ მინიმალურ სხვაობებს ფასებში, რაც დამწყები და განსაკუთრებით კი გრძელვადიანი ინვესტორებისთვის არ წარმოადგენს დიდ სირთულეს ან საშიშროებას, რომ ან ფასთა სხვაობამ თქვენ ძალიან გაზარალოთ.

და ბოლოს, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ თუ რა პერიოდებში მუშაობს საფონდო ბირჟები და როდის შეიძლება იქ ვაჭრობა. ყველა საფონდო ბირჟაზე შეიძლება ითქვას ერთნაირად ვრცელდება პირობა, რომ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ყველა მათგანი მუშაობს, თუმცა გასათვალისწინებელია დროის სარტყელები და კონკრეტული ქვეყნების ოფიციალური დასვენების დღეები.

გიზიარებთ ბმულს, სადაც ნებისმიერ დროს შეგიძლია შეამოწმოთ, თუ რომელი საფონდო ბირჟა ამთავრებს ან იწყებს მუშაობას. https://www.tradinghours.com/

ამ მცირე შესავლიდან ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ტერმინის განმარტებაზე არ შევჩერდი, რადგან შემდეგ სტატიაში ყველა თემის განხილვისას ეტაპობრივად მოვახდენთ.

#რაარისსაფონდობირჟა 

 

Facebook კომენტარები