www.tradershub.ge
Back

რა არის სპეკულაცია?

ფინანსურ სამყაროში სპეკულაცია ან სპეკულაციური ვაჭრობა გულისხმობს ფინანსური ოპერაციის განხორციელების აქტს, რომელსაც აქვს ფულის დაკარგვის მნიშვნელოვანი რისკი , მაგრამ ასევე აქვს მნიშვნელოვანი მოტივი, რომ მოიგოთ დიდი რაოდენობის თანხა. სპეკულაციის დროს ზარალის მიღების რისკი უფრო მაღალია და მეტია ვიდრე მოგების შესაძლებლობა.

ფიუჩერსების ბაზარზე ხორციელდება ისეთი გარიგებები, როგორიცაა ჰეჯირება და სპეკულაცია, რაც უფრო დიდია განსხვავება მოსაზრებებისა იმის თაობაზე, თუ როგორი იქნება მოსალოდნელი ფასი სპოტურ ბაზარზე, მით უფრო სავარაუდოა, რომ ბაზარზე ჭარბობდეს სპეკულაცია, რაც ჰგავს აზარტულ თამაშს, რომლის მონაწილეები ჩამოდიან ფსონს მოცემული ფასის მომავალ მნიშვნელობაზე.

როგორ მუშაობს სპეკულაცია?

მაგალითად უძრავი ქონება შეიძლება ორი მიმართულებით წარმოვიდგინოთ, საინვესტიციო ობიექტი ან სპეკულირებადი ობიექტი. შეიძლება ეს ობიექტი შესყიდული იყოს იმ საინვესტიციო მოტივით, რომ მომავალში მისგან სარგებელი მივიღოთ ქირის მიღებით ან მეორე ვარიანტია, თუ მოვახდენთ ამ ობიექტის ბაზარზე სპეკულირებით უფრო ძვირად გადაყიდოთ და ამ დროს ამ ბუმის შემდეგ მყიდველი რეალურად წაგებულ პოზიციაში რჩება და გამყიდველი მოგებულ პოზიციაში.

სპეკულატორებს შეუძლიათ, რომ ბაზრის ლიკვიდურობა უზრუნველყონ და გაზარდონ და კიდევბ უფრო შეავიწროვონთ bid-ask სპრედი, რითაც მწარმოებლებს საშუალებას აძლევენ, რომ ეფექტურად გაითვალისწინონ ფასების რისკი და მოახდინონ ჰეჯირება.

მაგალითად სპეკულატორები სჯერათ, რომ X კომპანია უკვე ზედმეტად გადაფასებულია და არარეალურად მაღალია. ის ამ დროს ირჩევს short პოზიციებს სტოკებზე და ელოდება სასურველ მომენტს, როცა დაიწყება ფასების ვარდნა და ამ პერიოდში ის უკვე მოგებაში გადის. მოკლედ სპეკულატორები ყოველთვის ელოდებიან ხელსაყრელ მომენტს, რომ დრო იხელთონ და მოახდინონ ეფექტური მოგება მაშინ, როცა სხვა ტრეიდერები ამ მოსაზრებას არ ითვალისწინებენ. სპეკულირება შეიძლება ნებისმიერ სავაჭრო ინსტრუმენტზე.

#რაარისსპეკულაცია

Facebook კომენტარები