Swing ვაჭრობა ეს არის ვაჭრობის სტილი! ამ ტიპის ტრეიდერები ცდილობენ, რომ დაიჭირონ სწორი პოზიციები და მოახერხონ მოკლე და საშუალო ვადიანი მოგების აღება. ამითვის ისინი არ ვაჭრობენ ერთ კონკრეტულ ფინანსურ ინსტრუმენტზე, რადგან ამ მხრივ შეზღუდულები არ არიან.
ასეთი ტიპის ვაჭრობა შეიძლება რამდენიმე დღე გრძელდებოდეს ან სულაც, რამდენიმე კვირა. Swing ტრეიდერები ძირითადად იყენებენ ტექნიკურ ანალიზს, რომ სწორად განსაზღვრონ სავაჭრო შესაძლებლობები მომდევნო პერიოდებისთვის. კიდევ უფრო ნაკლები შეცდომის აღმოსაფხვრელად დამატებით ისინი იყენებენ ფუნდამენტალურ ანალიზს, რომ დაიჭირონ ფასების მიმართულება, ტრენდი და შემდგომ ქმნიან შესაბამის მოდელებს, სანამ მოახდენენ მათზე ინვესტიციას.
Day Trading vs. Swing Trading
Day Trading- სიტყვიდან გამომდინარე ლოგიკურია, რომ ისინი დღის განმავლობაში ჩვეულებრივ ვაჭრობენ და არავითარ შემთხვევაში არ ტოვებენ გახსნილ პოზიციებს ღამე ან კვირიდან კვირამდე, როცა მაგალითად საფონდო ბირჟა იხურება (შაბათ-კვირას). მათ შორის სწორედ ეს არის დიდი სხვაობა პოზიციების დაჭერის ხანგრძლივობა. რა თქმა უნდა Swing Trading ამ ტიპის ვაჭრობის გამო გაცილებით მაღალ რისკიან ვაჭრობად შეგვიძლია შევრაცხოთ ვიდრე Day Trading ვაჭრობის სტილი.
მოცემული სურათი არის ყველაზე კარგი მაგალითი თუ რა პრინციპით ვაჭრობენ და რა სიხრიშით ხურავენ ისინი პოზიციებს. ერთი არასწორი პოზიციის განთავსება მათ ძვირად უჯდებათ. ამიტომ დაფიქრება ღირს გსურთ მაღალრისკიანი ტრეიდერები იყოთ თუ დაბალრისკიანი? ალბათ გემოვნებისა და სტილის ამბავია, არც ერთი და არც მეორე შეცდომა არ არის და დღემდე ძალიან ბევრი ადამიანი Swing Trading ანიჭებს უპირატესობას, მათ შორის მეც.
#რაარისSWINGTrading