ფიუჩერსული კონტრაქტი მსგავსია ოფციონისა,მხოლოდ იმ განსხვავებით,რომ თუ ოფციონი იყო უფლება,ფიუჩერსი გახლავთ ვალდებულება. ანუ ფიუჩერსი ეს არის ორი მხარის შეთანხმება ვალდებულებით საქონლის ან ფინანსური ინსტრუმენტის ტრანზაქციაზე კონკრეტულ ფასად მომავალში დროის რაღაც მომენტისთის. არსებობობს სხვადასხვა ტიპის ფიუჩერსები:
-საპროცენტო განაკვეთის
-სავალუტო
-ინდექსების
-აქციების
-ობლიგაციების
-საქონლის (ოქრო,ნავთობი და სხვა ენერგიის წყაროები).
ფინანსურ ბაზრებზე განა ყველას სურს,რომ ნამდვილად ფიუჩერსის ქვეშ დადებული აქტივები ანუ underlying Assets(საქონელი,აქცია ა.შ) გადაცვალოს მომავალში, არამედ ფინანსურ ბაზრებზე ძალიან ბევრ ადამიანს,სურს რომ ფიუჩერსული კონტრაქტის ფასის ცვლილებით მიიღოს მოგება,ესენი არიან ინვესტორები და სპეკულატორები.ისინი აღსრულების თარიღამდე (expiration date) ცდილოებნ რომ დახურინ გრძელი და მოკლე პოზიციები (ანუ იყიდონ ან გაყიდონ ის).დავუშვათ,თუ რაღაც საქონელზე მაგალითად ნავთობზე ფასი გაიზარდა,ნავთობზე დადებული ფიუჩერსი შესაძლოა გახდეს ღირებული და მფლობელმა ის გაყიდოს უფრო მაღალ ფასად ფიუჩერსების ბაზარზე.
ფიუჩერსის ფასი ყალიბდება მის ქვეშ დედებული აქტივის (underlying asset)ფასისა და იმ საკომისიოსგან რომელსაც ჩვენ ვუხდით საბროკერო კომპნიას. ფიუჩერსის ფასი ყალიბდება მოთხოვნა მიწოდების შესაბამისად,მაღალი მოთხოვნა და დაბალი მიწოდება იწვევს ფასის ზრდას და პირიქით.
ფიუჩერსებზე, ისევე როგორც ოფციონებზე ვაჭრობისთვის არსებობს რამდენიმე სავაჭრო ბირჟა: ესენია Chicago Board of Trade და the Mercantile Exchange.თუმცა ფიუჩერსებით ვაჭრობაზე ჩვენ წვდომა გვაქვს ელექტრონულად,ბროკერის მეშვეობით.
ზოგადად ფიუჩრსებზე ვაჭრობისას კარგია დივერსიფიკაციის გაკეთება ანუ თუ ჩვენ სხვადასხვა ტიპის ფიუჩერსში დავაბანდებთ თანხას.
თუ ჩვენ გვაქვს პოზიცია გახსნილი აქციებში,სხვადასხვა ტიპის საქონელში და ა.შ. ,ფიუჩერსული კონტრაქტი საშუალებით ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ გამოსამუშავბეელი მოგება ან მოვახდინოთ დანაკარგის მინიმიზაცია.
რაც შეეხება თავდაპირველ დასაბანდებელ თანხას მას margin-ს უწოდებენ.ეს არის თანხა,რომელსაც ტრეიდერი უნდა ფლობდეს,როდესაც ბროკერთან ხსნის ანგარიშს.ხოლო შესანარჩუნებელი მარჟა ანუ (maintenance margin) ეს არის თანხის ის მინიმალური მოცულობა,რომელიც ტრეიდერმა ნებისმიერ მომენტში უნდა დაიჭიროს.თვითონ მარჟის ოდენობა დამოკიდებულია ფასის ცვალებადობაზე.
ფიუჩერსებზე ვაჭრობის დროს მნიშვნელოვანია leverage,რაც ნიშნავს, რამდენს ერთეულ კაპიტალს გთავაზობს ბროკერი ყოველი შენი დოლარისთვის,მაგალითად თუ ის არის 1:50,მაშინ ბროკერი გთავაზობს შენს დეპოზიტზე 50-ჯერ მეტ კაპიტალს,ანუ თუ თქვენი საწყისი კაპიტალია $1000,მაშინ $50000 გაქვთ ვაჭრობისთვის.
მოკლევადიან პორიოდზე მოვაჭრე ტრეიდერები მუდმივად ცდილობენ,რომ ისეთი ფიჩერსებით ივაჭრონ,რომელთა აღსრულების თარიღამდე მცირე პერიოდია დარჩენილი.
ერთ-ერთი სტრატეგია ფიუჩერსების ვაჭრობისა გახლავთ,იყიდოთ ის თუ მის ქვეშ დადებულ აქტივზე ფასი იზრდება და პირიქით,ანუ going long ანუ იყიდოთ თუ აქტივის ფასი აზრდება და პირიქით.
ერთ-ერთი სტრატეგიაა ასევე spread trading,რომელიც გულისხმობს,რომ იყიდოთ მაგალითად თებერვლის კონტრაქტი აქტივზე და გაყიდოთ იმავე აქტივზე აპრილის კონტრაქტი.ეს არის საუკეთესო სტრატეგია თუ ტრეიდერისთვის თებერვლის კონტრაქტი ზედმეტადაა შეფასებული( is undervalued). იგივე შეიძლება გაკეთდეს ინდექსებზეც.
საბოლოოდ,ფიუჩერსებით ვაჭრობისთვის მნიშვნელოვანია ფუნდამენტალური და ტექნიკური ანალიზის გაკეთება(რომელიც გულისხმობს დაკვირევებას ტრენდზე და ა.შ.).
#როგორხდებაფიუჩერსებითვაჭრობა