www.tradershub.ge
Back

საქართველოს საფონდო ბირჟა (მოკლე მიმოხილვა)

სხვა სტატიების გაგრძელება უხერხულია, თუ ეს თემა არ გავიარეთ და ორიოდე სიტყვით არ შევეხეთ საქართველოს საფონდო ბირჟას.
ასევე სრულად გთავაზობთ ინფორმაციას, რომელიც მითითებულია საქართველოს საფონდო ბირჟის საიტზე:
ვინაიდან და რადგანაც მარტივია ამ ინფორმაციის მოძიება შევეცადე, რომ რაღაც დოზით უფრო ანალიტიკური სტატია მივუძღვნა საქართველოს საფონდო ბირჟას და შევადაროთ მსოფლიოს სხვა ბირჟებს, რომ კიდევ უფრო ნათლად დავინახოთ თუ რა დღეშია ეს დაწესებულება და ასევე გავაკეთო პროგნოზი თუ რა გველის წინ თუ რაიმე დროულად არ შეიცვალა, რაც უკვე დაგვიანებულიც არის.
ირკვევა, რომ საქართველოს საფონდო ბირჟის ბაზრის ჯამური კაპიტალიზაცია 31 დეკემბრის 2020 წლის მონაცემებით 2,365,512,201.97 ₾ შეადგენს. ეს ინფორმაცია ყოველი თვის ბოლოს ნახლდება და შესაბამისად ალბათ არ უნდა დიდი ბჭობა იმაზე, რომ 2021 წლის იანვრის მაჩვენებელი შემცირებული იქნება და არც ეს მონაცემი არ არის რეკორდული მაჩვენებელი. რეკორდული დაფიქსირებულა 31/03/2018 წელს და ეს მაჩვენებელი 3,323,513,576.06 ₾-მდე ავიდა, რის შემდეგაც დაიწყო რეგრესი.
ემიტენტების მიხედვით სავაჭრო სესიის დროს დადებული გარიგებების კრებსითი ინფორმაცია (პერიოდის ბოლო)

წყარო: https://forbes.ge/blog/176/saqarTvelos-safondo-birJa
მოცემული ინფორმაციითაც ნათელია თუ რამდენად ტენდეციურად მცირება ბოლო წლებში კიდევ უფრო აქტიურობა ქართულ ბირჟაზე. სამწუხაროდ 2014 წლის შემდეგი მონაცემები ვერ მოვიძიე, თუმცა ჯამური კაპიტალიზაცია მაძლევს იმის უფლებას ვთქვა, რომ არც ბოლო წლები იქნებოდა მნიშვნელოვანი, თუნდაც გარიგებების რაოდენობით ან ღირებულების მხრივ.
ერთი საინტერესო ფაქტი, რაც ამ ცხრილზე ნათლად ჩანს ეს არის 2007-08 წლის ბუმი, რომელიც ქართული ეკონომიკისთვის ნამდვილად მომგებიანი და სარფიანი წელი იყო, რაც საფონდო ბირჟაზეც შესაბამისად აისახა.

მსოფლიო საფონდო ბირჟები VS საქართველოს საფონდო ბირჟა

ცოტა უხერხული სათაურით, მაგრამ მაინც უნდა ჩავხედოთ სიმართლეს თვალებში, რადგან ფაქტები არასდროს ტყუიან.
წარმოგიდგენთ TOP 10 საფონდო ბირჟას, რომლებიც ლიდერობენ მსოფლიოში და მათ კაპიტალიზაციის ბრუნვის მოცულობას.
დასკვნის გამოტანა და ქართულ უკვე გაანალიზებულ მონაცემებთან შედარება თქვენთვის მომინდია. საინტერესო ამ TOP 10 ბირჟიდან ის არის, რომ ამერიკის 2 ბირჟა კაპიტალიზაციით მსოფლიოს 46% შეადგენს სხვა ბირჟებთან მიმართებით, რაც მართლაც, რომ ფანტასტიკური შედეგია!

მეზობელი ქვეყნები და საქართველო

საინტერესოა რა ხდება ამ მხრივ ჩვენ სამეზობლო ქვეყნებში. მეზობელი ქვეყნების საფონდო ბირჟების კაპიტალიზაცია გამოიყურება შემდეგნაირად:
რუსეთი- 576.12 აშშ მილიარდი
თურქეთი – 184.97 მილიარდი
აზერბაიჯანი- 3.957.888.532,51 აშშ დოლარი
საქართველო – 715,737,426.80 აშშ დოლარი
სომხეთი- 286,679,978.71 აშშ დოლარი
მონაცემები დალაგებულია სიდიდის მიხედვით. როგორც ხედავთ ამ მხრივ მოწინავე ქვეყანა რუსეთია ხოლო ყველაზე სუსტი რგოლი სომხეთია. იმ ლოგიკით თუ რამდენად სუსტად გამოიყურება ჩვენი საფონდო ბირჟა მარტივია დავასკვნათ, რომ სომხეთი კიდევ უფრო ცუდ სიტუაციაშია. ასევე არც აზერბაიჯანი გამოირჩევა სასწაული მონაცემებით. მხოლოდ რუსული და თურქული საფონდო ბირჟები გამოირჩევიან ევროპული ბირჟების საპირწონედ და ეს მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზეც პირდაპირ პროპორციულად აისახება.
Facebook კომენტარები