საერთო ტექნიკური ნახატი ამერიკა
S&P500
გლობალურად ტრენდი ჯერ კიდევ მიმართულია ზევით (bull market) მანამ სანამ, ინდექსი S&P500 მდებარეობს 3000 ერთეულზე ზევით. (მიახლოებით 20% ქვევით ბოლო მაქსიმუმთან შედარებით)
ვოლატილობის ინდექსი
მოსალოდნელი ვოლატილობის ინდექსი (VIX) გვიჩვენებს
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
თუ ინსტიტუციონალური ინვესტორები და ფონდები თვლიან, რომ კრიზისის მოლოდინის შანსები დიდია უახლოესი ორი წლის განმავლობაში, ისინი მაქსიმალურად მოიშორებენ (გაყიდიან) მცირეხნიან (ორ წლიან) ობლიგაციებს (მოთხოვნა გაიზრდება და შესაბამისად ფასი შემცირდება) დაიტოვებენ დიდ ხნიან (ათ წლიან) ობლიგაციებს, რადგან კრიზისის დადგომის შემთხვევაში ორ წლიანების შემოსავლიანობა დაეცემა, ხოლო ათ წლიანების არა. (რადგან არ ფიქრობენ, რომ კრიზისი გასტანს ათ წელიწადს). სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ რეცესიის დიდი ალბათობის შემთხვევაში, მოსალოდნელი რისკები მოკლე ვადიან ობლიგაციებზე იქნება დიდი ვიდრე ათ წლიანებზე, ამიტომ ათ წლიან ობლიგაციებზე ფასის ვარდნა არ მოხდება. აქედან გამომდინარე სხვაობა შემოსავლებში ორ წლიანსა და ათ წლიან შორის შემცირდება, იმიტომ, რომ ფასის დაკლება ობლიგაციებზე ზრდის მის შემოსავლიანობას.
ანალიზი
თუ შევხედავთ ისტორიულ მონაცემებს, (შეხედეთ სქრინს) მაშინ დავინახავთ, რომ ყოველ ჯერზე როცა მოკლე ვადიან და გრძელ ვადიან ობლიგაციებიდან შემოსავლის სხვაობა ნულდება, ანუ უდრის ნულს, მაშინ 12-8 თვიანი პერიოდის განმავლობაში ხდება რეცესია აშშ-ს ეკონომიკაში. ბოლო განულება მოხდა 2019 წელს ხოლო 2020 წლის დასაწყისში მოხდა კრიზისი, რომელიც იყო გამოწვეული პანდემიით, ასევე ეკონომიკა იყო „გადამწვარი“ და იმყოფებოდა მე-4 სტადიის ციკლში. ამ მომენტში ჩვენ ვხედავთ, რომ სხვაობა არის მომატების ტენდენციაში, რაც გულისხმობს ინვესტორების პოზიტიურ დამოკიდებულებას შემდგომი 12-18 თვის განმავლობაში.
Federal Reserve Balance Sheet and Money Supply (M2)
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
ეკონომიკაში ფულის მასის მატებას მოსდევს დაკრედიტების მეტი შესაძლებლობა, პირველადი მოხმარების საგნებზე მოთხოვნის მატება, საპროცენტო განაკვეთის შემცირება. (მათ შორის ობლიგაციებზე) საერთო ეკონომიკური აქვტივების მატება. ამ ყველაფერს მივყავართ იქამდე, რომ კომპანიების მოგება მატულობს, ასევე მატულობს დივიდენდების ოდენობა და რა თქმა უნდა მატულობს ფასებიც აქციებზე.
ამერიკული ცენტრალურს ბანკს (FED) შეუძლია გააფართოვოს და შეკვეცოს თავისი ბალანსი ამერიკული სახელმწიფო ობლიგაციების ყიდვით (გაყიდვით). ამ მომენტისათვის ბანკის ბალანსი ფართოვდება, იმიტომ, რომ ის ყიდულობს ამერიკულ ვალს საპროცენტო განაკვეთი რჩება ნულთან მიახლოებულ ნიშნულზე და ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ინვესტიციისთვის ერთერთი ალტერნატივა დარჩა ამერიკული აქციების ბაზარი.
ანალიზი
შესაბამის გრაფიკებზე ჩვენ ვხედავთ, რომ (FED)ბალანსი და M2 აქვთ ზრდის ტენდენცია, რაც გულისხმობს ფულის ზეგავლენას სისტემაზე.
ISMA manufacturing index
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
PMI არის მოწინავე ეკონომიკური ინდიკატორი, რომლის საშალებითაც შეიძლება შევაფასოდ ამერიკის მშპ-ს მომავალი ცვლილებები. იმ შემთხვევაში თუ ინდექსი იმყოფება 50 პუნქტიან ნიშნულის ზევით ეს გულისხმობს 85% ალბათობით ამერიკის ეკონომიკის ზრდას შემდგომი 12 თვის განმავლობაში და პირიქით როდესაც ინდექსი არის 50 პუნქტიან ნიშნულის ქვევით ეს გულისხმობს მოსალოდნელ რეცესიას.
ანალიზი
მიუხედავად იმისა, რომ ინდექსმა გვაჩვენა ვარდნა დეკემბრის მონაცემებთან შედარებით, მთლიანობაში ინდექსის მდებარეობა 50 პუნქტზე ზევით მიუთთებს, რომ ეკონომიკა გაიზრდება, ამასთანავე უნდა აღნიშნოს, რომ ინდექსი იმყოფეფა ისეთ დონეებთან, რომლიდანაც არაერთხელ აისხლიტა, რაც მიუთითებს შესაძლო გადაყიდვაზე. (overbought)აქედან გამომდინარე ასეთ სიტუაციაში გრძელ პოზიციებში დადგომა უნდა მოხდეს დიდი სიფრთხილით იმიტომ, რომ დიდი შანსია წინა მაქსიმუმებიდან მოხდეს ასხლეტა.
ISM non-manufacturing index
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
PMI და NMI-ც არის ერთერთი მოწინავე ეკონომიკური ინდიკატორი, რომელიც აჩვენებს კორპორატიულ განწყობას მომსახურების სფეროში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მომსახურეობის სფერო ამერიკაში წარმოადგენს ამერიკის მთლიანი ეკონომიკის 80%. NMI ანალიზის პრინციპი იგივეა, როგორიც PMI-ს. 50 პუნქტზე ზევით – ეკონომიკის მატება 50 პუნქტზე ქვევით – ეკონომიკის შემცირება.
ანალიზი
იანვრიშ თქვეში NMI-ს ინდიკატორი გაიზარდა 55,9 დან 57,2 რაც მიუთითებს მომსახურეობის სფეროში აქტიურობაზე, საერთო სურათიდან კი ჩანს, რომ 2020 წლის კრიზისის გადალახვის შემდეგ, ამერიკის ეკონომიკა კვლავ იზრდება.
UMCSI- მიჩიგანის უნივერსიტეტის მომხმარებლის ხასიათის ინდექსი.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
მოცემული ინდექსი ავსებს ISM ინდექსის მონაცემებს, იმიტომ რომ ISM მიგვანიშნებს ბიზნესის ხასიათზე, იმ დროს როცა ინდექსი UMCSI გვიჩვენებს მომხმარებლების ხასიათს. ეს ორი ინდექსი ავსებს ერთმანეთს თავისი მონაცემებით და გვიქმნის წარმოდგენას ამერიკული ეკონომიკის პერსპექტივებს. UMCSI ინდექს აქვს პირდაპირი კორელაცია ამერიკის მშპ-სთან. ამასთან წინ უსწრებს მას 6-12 თვით. (ისევე როგორც PMI და NMI)
ანალიზი
ბოლო ანგარიშებიდან ჩანს, რომ ინდექსი UMCSI დაიხურა 80,7 ნიშნულზე, 3,8 პუნქტით დაბლა წინა მონაცემთან შედარებით. ეს გვიჩვენებს იმას, რომ ამერიკელი კერძო მომხმარებლები პოზიტიურად აფასებენ თავიანთი შემოსავლების პერსპექტივებს, რაც თავის მხრივ ზრდის კერძო მოხმარებას და იწვევს დანაზოგების შემცირებას. ამ კვლევების შედეგად ჩანს, რომ ამ ყველაფერს ექნება დადებითი ეფექტი ამერიკული კომპანიების შემოსავალზე უახლოეს 6-12 თვის განმავლობაში. ეს ყველაფერი ერწყმის მოწინავე ინდიკატორს PMI-ს რომელიც განხილული იყო ზევით და გვეუბნებოდა რომ 2020 პანდემიისა და კრიზისი შემდეგ ამერიკის ეკონომიკა იზრდებოდა.
Building permits
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
1. როდესაც მატულობს ახალი მშენებლობების განაცხადები, ეს გვეუბნება, რომ მშენებლები არიან ოპტიმისტურად განწყობილებები მომავალ მოთხოვნასთან დაკავშირებით. და ისინი შეძლებენ ადვილად გაყიდონ თავისი აშენებული ობიექტები. აქედან გამომდინარე თუ კლიენტი მზად არის აიღოს იპოთეკა და შეისყიდოს კერძო საკუთრება, ეს მიუთითებს იმას, რომ მომხმარებელი დარწმუნებულია თავისი შემოსავლებში. (შეხედეთ ინდექს UMCSI)
2. მშენებლობასთან დაკავშირებული განცხადებების რაოდენობა – ეს არის, ამერიკის ეკონომიკის ლაკმუსის ქაღალდი, დიდ ხნიანი დაკრედიტების, დროის ნებისმიერ მომენტში. იმიტომ, რომ კრედიტს იღებს როგორც მშენებელი აშენებისთვის, ასევე მომხმარებელი ბინის შესყიდვისთვის, ამიტომ როცა ჩვენ ვუყურებთ მოცემულ გრაფიკს, ჩვენ ვუყურებთ ამერიკული ბანკების მზადყოფნას ფულის ვალად გაცემისთვის. ამ შემთხვევაში თუ დიდ ხნიანი დაკრედიტება იქნება ხელმისაწვდომი, ეს გაზრდის მოლოდინებს საცხოვრებლების მოთხოვნის ზრდაზე.
3. იმის გათვალისწინებით, რომ მშენებლობის უფლების ინდიკატორი ისევე როგორც სხვა მოწინავე ინდიკატორები უსწრებენ ამერიკის მშპ-ს 6-12 თვით, ზემოთქმულიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამერიკის ეკონომიკა უახლოესი წლის განმავლობაში იზრდება.
ანალიზი
შევხედოთ მშენებლობების უფლებების გაცემის ინდიკატორს დავინახავთ, რომ 2019 წლიდან ეს ინდიკატორი იმყოფება აღმავალ ტრენდში, (არ მივაქციოთ ყურადღება ჩავარდნას 2020 პანდემიის დროს) რაც საერთო ჯამში, ამტკიცებს იმას რაც ზემოთ იყო ნათქვამი. და მიგვანიშნებს ამერიკის ბანკების მზადყოფნაზე ფულის კრედიტის სახით გაცემაზე.
დასკვნები მოწინავე ინდიკატორებით.
მოწინავე ინდიკატორებით გამოტანილი დასკვნები ძირითადად მიუთითებენ იმას , რომ ამერიკის ეკონომიკა გადის რეაბილიტაციის პერიოდს და ეკონომიკური აქტივობა ნელ ნელა მატულობს ყოველივე ეს, სისტემაში თანხების უზარმაზარ ინექციებს რაოდენობრივი განმუხტვის საშუალებით და SP500 ფიუჩერსების ზოგად ტექნიკურ სურათთან ერთად, მიგვიყვანს იმ დასკვნამდე, რომ ბაზარმა უნდა აჩვენოს ზრდა მომავალ 12-18 თვეში
ამიტომ, პორტფელის შედგენისას, აქციების შერჩევა გრძელი პოზიციისთვის (long) უნდა მოხდეს ციკლური ინდუსტრიების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ თავდაცვითი ინდუსტრიის ინსტრუმენტები ან სუსტი კომპანიების ფასიანი ქაღალდები ციკლური სექტორებიდან უნდა იქნას მიღებული ჰეჯირებად.
შესატყვისი ეკონომიკური ინდიკატორები
Nonfarm Pay Rolls (NFP) and Unemployment Rate
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
1. NFP ანგარიში გვაჩვენებს, თუ რამდენი ახალი არასამთავრობო სამუშაო დაემატა აშშ-ს ეკონომიკას ბოლო თვის განმავლობაში. ცხადია, თუ ჩვენ, მოწინავე ინდიკატორების ანალიზზე დაყრდნობით, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და განვიხილავთ ეკონომიკურ ზრდას, ველოდებით, რომ ეს მაჩვენებელი მომავალი წლის განმავლობაში გაიზრდება.
2. Unemployment Rate- გვიჩვენებს უმუშევარი ხალხის პროცენტულ ცვლილებას აშშ -ში
საბოლოო ჯამში, ეს ორივე ინდიკატორი მიუთითებს კერძო შინამეურნეობების მსყიდველობითუნარიანობაზე შეერთებულ შტატებში (თუ სამუშაოა, მაშასადამე, შემოსავალია, მაშასადამე, არსებობს შემსყიდველი ძალა).
უმუშევრობის დონე
შეერთებულ შტატებში უმუშევრობა მცირდება, მაგრამ რჩება მაღალი, რაც შედარებულია 2008 წლის კრიზისის დონესთან.
აშშ-ს გრძელვადიანი საქონლისა და გადაზიდვების ანგარიში რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
ეს არის ინდუსტრიაში გამოყენებული კაპიტალის ინტენსიური საქონლის შესყიდვების ჩანაწერი. როდესაც კომპანიები მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებენ დიდ პროექტებში (მაგალითად, ქარხნის მშენებლობა და ა.შ.), მათ დიდი, მოცულობითი აღჭურვილობა სჭირდებათ. მოცემული ანგარიში აჩვენებს სწორედ ასეთ მედებებს ბოლო 1 თვის განმავლობაში . ამიტომ, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია შევაფასოთ ბიზნესის მოხმარების ცვლილებების დინამიკა და, შესაბამისად, ეკონომიკის ამჟამინდელი მდგომარეობა.
სამრეწველო წარმოება
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
ეს ეკონომიკური მაჩვენებელი ემყარება ამერიკული საწარმოების მიერ წარმოებული ფიზიკური საქონლისა და მასალების ყოველთვიურ რაოდენობას და აჩვენებს, თუ რამდენად გაიზარდა / შემცირდა სამრეწველო წარმოება საბაზო წელთან შედარებით (ამჟამად 2012).
შესატყვისი ინდიკატორების დასკვნები
ინდიკატორების ძირითადი დასკვნებია, რომ აშშ-ს ეკონომიკა გამოჯანმრთელდება COVID-19 პანდემიის კრიზისისგან. უფრო მეტიც, ამ დროისთვის მოსალოდნელია აშშ-ს მთავრობისგან სტიმულირების პაკეტი, რომელმაც კიდევ უფრო უნდა დააჩქაროს ეკონომიკური ზრდა.
Facebook კომენტარები